11/11/15 ყვარელი და მამული ლიდერობენ
საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, თბილისურ დერბიში მამულმა 26-25 დაამარცხა პეგასი და შეუერთდა ლიდერს, ყვარელს – ორივე გუნდს 2 მატჩიდან 2 მოგება აქვს.
ყვარელი ოთხშაბათს ისვენებდა, მამულთან პარასკევს ითამაშებს, ხუთშაბათს კი ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი მატჩია – ყვარელი-პეგასი. თბილისური გუნდების თამაში თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ტაიმი მამულმა 15-9 მოიგო, შესვენების შემდეგ პეგასმა თამაში გაათანაბრა, მაგრამ ვერ გარდატეხა და 25-26 დამარცხდა.
დღესვე ფოთის „ოქროს ვერძმა“ 29-19 მოუგო წყალტუბოს გუნდს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე გლდანის ხელბურთის აკადემიაში პარასკევს დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი
გლდანი, 11 ნოემბერი
მამული – პეგასი 26-25
მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 12, ღვალაძე 7, ჯავახიშვილი 2, ჯაღათაშვილი 2, გიორგაძე 2, დავლაძე, მირზოევა, შახულოვა, აბრამიშვილი, ომიაძე, იაშვილი, გოგიჩაიშვილი – მწვ. ჯ. კასიანი
პეგ: ყაველაშვილი 1, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 11, ჩოხელი 6, ვენეცკი 4, ბერიძე 2, ქებაძე 1, მორჩაძე, სარაჯიშვილი, გაგნიძე, კახაია, ჯიქურაშვილი, მაისურაძე, ჩხაიძე – მწვ. ნ. წივწივაძე
მსაჯები: ი. გოგოლაძე-ზ. ცინცაძე
ფოთი – წყალტუბო 29-19
ფოთ: ჯავახია, ახობაძე – ხურცილავა 9, ჯგერენაია 7, ბერაია 3, სურგულაძე 3, გუჯაბიძე 3, დუდუჩავა 1, ფაცურია 1, კვაჭაძე 1, შინკარენკო 1, სანაია, ბაირამიდი, კუბლაშვილი, რიჟამაძე – მწვ. დ. გეფერიძე
წყ: ჯიქია, ჩავჩიძე – ჯანელიძე 8, ჯიმშელეიშვილი 5, ჩირგაძე 2, მამარდაშვილი 1, ჯავახაძე 1, ჯიშკარიანი 1, დახუნდარიძე 1, თვალაძე, დარსაველიძე, დანგაძე, ფანცულაია – მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე
მსაჯები: ა. მღებრიშვილი-ი.გოგოლაძე
—
ყვარელი 4 ქულა (2 თამაშიდან), მამული 4 (2), პეგასი 2 (2), ფოთი 2 (3), წყალტუბო 0 (3)
—
12 ნოემბერი
13:00 მამული – წყალტუბო
14:30 პეგასი – ყვარელი
13 ნოემბერი
13:00 პეგასი – ფოთი
14:30 ყვარელი – მამული