EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

10/11/15 დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი

გლდანში, ცერცვაძის სახელობის აკადემიაში დაიწყო საქართვეოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთელ ქალთა შორის. მონაწილეობს 5 გუნდი.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი  უკანასკნელად 2006 წელს გაიმართა და იქამდეც მხოლოდ პერიოდულად ეწყობოდა ხოლმე. ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალთა ხელბურთში პროგრესის მიღწევა და სხვადასხვა ასაკებს შორის უწყვეტობის შენარჩუნება გახლავთ.

წლევანდელ ჩემპიონატში ძირითადად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონებით დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ – ეს ის ასაკია, რომელშიც 2015 წელის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. ოღონდ, სხვადასხვა გუნდებში უკვე არიან მათზე უფროსი ხელბურთელებიც, ვისაც თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული და უმცროსებიც. ასაკობრივი პირველობებიც, 2000-01 და 2002-03 წლებში დაბადებულთ შორის, თავისი რიგით გაიმართება.

გოგონათა ნაკრებს 2016 წელს სამი საერთაშორისო შეჯიბრება უწევს. მარტში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაა ოცწლამდელთ შორის და ასევე – ჩელენჯ ტროფი ეროვნულ ნაკრებებში (საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ორივე ამ ტურნირის მასპინძლობაზე აქვს განაცხადი შეტანილი).  ივნისში 1998-99 წლებშ დაბადებულთა ნაკრები გაემგზავრება შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე სათამაშოდ. რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ ასაკის გოგონათ ბაზაზე შეიქმნება ეროვნული გუნდიც.

რაც შეეხება ტურნირს, ჯერჯერობით 2 თამაშიდან 2 მოგებით ლიდერობს საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი გოგონათა შორის, ყვარლის გუნდი. დაუმარცხებლად არიან თბილისელებიც – პეგასი და მამული.

ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი

გლდანი, 9 ნოემბერი

ყვარელი – ფოთი 26-9

ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 11, ს. იორდანიშვილი 5, კუნელაშვილი 5, თეთრაშვილი 2, კუპატაძე 2, თ. იორდანიშვილი 1,  მიხელიძე, ლეშკაშელი, ფუღიაშვილი, თინამაგომედოვა, ოსეფაშვილი, კორახშვილი, ტოჩილაშვილი – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

ფოთ: ჯავახია, ახობაძე – ხურცილავა 3, კვაჭაძე 2, სანაია 1, გუჯაბიძე 1, ჯგერენაია 1, სურგულაძე 1, ბერაია, დუდუჩავა, ფაცურია, ბაირამიდი, შინკარენკო, კუბლაშვილი, რიჟამაძე, ყუფუნია – მწვ. დ. გეფერიძე

პეგასი – წყალტუბო 31-22

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 9, ჩოხელი 8, ბერიძე 5, ვენეცკი 3, მორჩაძე 3, სარაჯიშვილი 1, ქებაძე 1, გაგნიძე 1, კახაია, ჯიქურაშვილი, მაისურაძე, ჩხაიძე – მწვ. ნ. წივწივაძე

წყ: ჯიქია, ჩავჩიძე  – ჯანელიძე 10, ჯავახაძე 6, ჯიმშელეიშვილი 5, ჩირგაძე 1, მამარდაშვილი, ჯიშკარიანი, თვალაძე, დარსაველიძე, დახუნდარიძე, დანგაძე, ფანცულაია – მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე

10 ნოემბერი

მამული – ფოთი 37-19

მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 13, ჯაღათაშვილი 10, ღვალაძე 9, ჯავახიშვილი 3, დავლაძე 1, გიორგაძე 1, მირზოევა, შახულოვა, აბრამიშვილი, ომიაძე, იაშვილი, გოგიჩაიშვილი – მწვ. ჯ. კასიანი

ფოთ: ჯავახია, ახობაძე – ხურცილავა 6, გუჯაბიძე 4, დუდუჩავა 3, სურგულაძე 3,  ბერაია 2, ჯგერენაია 1,

კვაჭაძე, ფაცურია, ბაირამიდი, შინკარენკო, კუბლაშვილი, რიჟამაძე

ყვარელი – წყალტუბო 31-13

ყვ:  გუბელაძე – მიხელიძე 9, ქიტესაშვილი 7, კუნელაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 5, ფუღიაშვილი 3, თეთრაშვილი 2, კუპატაძე 1, თ. იორდანიშვილი,  ლეშკაშელი, თინამაგომედოვა, ოსეფაშვილი, კორახაშვილი

წყ: წყ: ჯიქია, ჩავჩიძე  – ჯანელიძე 7, ჯავახაძე 2, ჩირგაძე 2, მამარდაშვილი 1, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, ჯიმშელეიშვილი, თვალაძე, დახუნდარიძე, დანგაძე, ფანცულაია

მსაჯები: გ. სურმავა, ი. გოგოლაძე, ა. მღებრიშვილი, შ. სტურუა, ზ. აბრამიშვილი, ზ. ცინცაძე

დელეგატი: ე. არაბული

ყვარელი 4 ქულა (2 თამაშიდან), მამული 2 (1), პეგასი 2 (1), წყალტუბო 0 (2), ფოთი 0 (2)

11 ნოემბერი

13:00 მამული – პეგასი

14:30 ფოთი – წყალტუბო

12 ნოემბერი

13:00 მამული – წყალტუბო

14:30 პეგასი – ყვარელი

13 ნოემბერი

13:00 პეგასი – ფოთი

14:30 ყვარელი – მამული

www.geohandball.ge

Leave a Reply