11/05/14 გოგონათა ნაკრებმა ერთი მოგებით დაასრულა

ბელარუსის ქალაქ გროდნოში, გოგონათა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა 20:24 წააგო ბელარუსის ქალაქ გომელის გუნდთან.

ტურნირი მოიგო ლიტვის ნაკრებმა, მეორეზე გავიდა ბელარუსის ნაკრები, მესამეზე – მინსკი, შემდგომ – გომელი, საქართველო და გროდნო. ქართველმა გოგონებმა დაამარცხეს გროდნო – 33:14 და წააგეს მინსკთან 22:32, ლიტვასთან 16:26, ბელარუსთან 12:27 და გომელთან – 20:24.

გვესაუბრება ნაკრების მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი: – ტურნირზე გამოსვლით მეც და მთავარი მწვრთნელიც, მაია კარბუნარიც უკმაყოფილოები ვართ, მიგვაჩნია, რომ ჩვენს გუნდს მეტი შეუძლია. ბოლო მატჩის პირველ ტაიმს ვიგებდით, მაგრამ ბოლოში თამაში ხელდან წაგვივიდა. ჯამში, რამდენიმე მოთამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეების პრიზები მიიღეს ნინო გაბისონიამ და თამარ ჩოგოვაძემ. კარგად ითამაშა ორივე მეკარემ, ქრისტინე ჯავახიამ და მარიამ ჩაჩუამ. გამოვყოფდი გამთამაშებელ ანა ყველაშვილსაც. ახლა ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ ის რამდენიმე დღე, რომელიც ჯემალ ცერცვაძის თასის დაწყებამდე დარჩა, რათა უკეთესი თამაში ვაჩვენოთ საკუთარი მაყურებლის თვალწინ.

საერთაშორისო ტურნირი, ჯემალ ცერცვაძის თასი, ბიჭებსა და გოგონებს შორის, 16 მაისს დაიწყება გლდანის ხელბურთის სასახლეში.

გროდნო, საერთაშორისო ტურნირი. 11 მაისი

საქართველო (16) – გომელი 20:24

საქართველო: ჯავახია, ჩაჩუა – გაბისონია 6, გადელია 5, ღვალაძე 3, ყველაშვილი 2, ვენეცკი 1, მიხელიძე 1, ჩოხელი 1, ჩოგოვაძე 1, ჯაღათაშვილი, ნარიმანიძე, ბერიძე, ქიტესაშვილი, ხურცილავა

Leave a Reply