11/05/14 საქართველოს ნაკრები უკრაინის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ბროვარიში საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ბოლო დღეს ჩვენმა ბიჭებმა 35:31 დაამარცხეს ქალაქ ბროვარის გუნდი. 

თამაში მძიმე იყო. წაგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პირველის ნაცვლად მესამე ადგილზე გადიოდა, მაგრამ მობილიზებულად ითამაშა და რევანში აიღო პირველ ტურში დამარცხებისთვის. ყველაზე შედეგიანი იყო ირაკლი კბილაშვილი 15 გოლით.

ნაკრების მწვრთნელებმა, გიორგი ქობელაშვილმა და გია გვაზავამ უკრაინიდან გვაცნობეს, რომ ნაკრების მოთამაშეებმა სამი ინდივიდუალური პრიზიც დაისაკუთრეს. საუკეთესო შუამარბი გახდა ირაკლი კბილაშვილი, საუკეთესო პივოტი – ერეკლე არსენაშვილი, ხოლო ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს ჩვენი გამთამაშებელი ხაზეინ რუსტამოვი. პრიზი არ ერგო მეკარე სანდრო ხანდოლიშვილს, თუმცა, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 6 თამაში გამართა. პირველ ტურში დამარცხდა ბროვარის გუნდთან – 24:30, მერე კი ზედიზედ 5 მატჩი მოიგო: ზაპოროჟიესთან – 41:31 და 26:25; კიევთან – 34:25 და 25:24 და ბროვარისთან – 35:21. მეორე ადგილზე გავიდა კიევი, მესამეზე – ბროვარი.

ბიჭებუს ნაკრები უკრაინაში
მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი), სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)
მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ბიბილეიშვილი, გიორგი მიქაძე (ფოთი),გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი),ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა (პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი)
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა

ფოტოზე. პირველი რიგი: რუსტამოვი, მერკვილაძე, ზაალიშვილი, ბიბილეიშვილი, ბულბულაშვილი, ფერაძე მიქაძე, დავითაშვილი. მეორე რიგი: ხანდოლიშვილი, კბილაშვილი, არსენაშვილი, გოგავა, გაწერელია, იობაშვილი, გვაზავა, ქობელაშვილი

 

Leave a Reply