ukr

10/05/14 საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეოთხე მოგება

უკრაინის ქალაქ ბროვარიში, საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა ზაპოროჟიეს გუნდი 26:25 დაამარცხა და 4 მოგებით ლიდერობს. ტურნირის გამარჯვებული ბოლო დღეს, საქართველოსა და ბროვარის გუნდის მატჩის შემდეგ გაირკვევა.

 

გიორგი ქობელაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – ძალიან მძიმე თამაში იყო. პირველი შეხვედრა ზაპოროჟიეს 41:31 მოვუგეთ, მაგრამ დღეს თამაში არ გამოგვივიდა. შესაძლოა, გადავიღალეთ. პირველი ტაიმი 14:16 წავაგეთ, მაგრამ სადღაც 43-ე წუთისთვის 5 ბურთით გავედით წინ, თუმცა, ბოლოსკენ მეტოქე მაინც დაგვეწია. შემიძლია გამოვარჩიო ზურაბ გოგავა, რომელმაც ბოლოსკენ, გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრები დამარცხდა ბროვარისთან – 24:30, შემდეგ კი ორ-ორჯერ მოუგო კიევსა და ზაპოროჟიეს და 8 ქულით ლიდერობს. ბროვარი, თავის მხრივ, ორჯერ დამარცხდა კიევთან. ყველაფერი კვირას გაირკვევა.

 

Leave a Reply