EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

09/05/14 გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს

ბელარუსის ქალაქ გროდნოში მიმდინარე გოგონათა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა 33:14 დაამარცხა გროდნოს გუნდი.

 

პირველ ტურში ქართველები მინსკელებთან დამარცხდნენ 22:32. ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს – მინსკი, გროდნო, გომელი ასევე საქართველოს, ბელარუსისა და ლიტვის ნაკრებები.

შაბათს ქართველ გოგონებს ორი მძიმე მატჩი ელით – 11 საათზე ეთამაშებიან ლიტველებს, ხოლო ორსაათნახევარში – მასპინძლების ნაკრებს. ბელარუსის ნაკრებმა 28:25 დაამარცხა მინსკის გუნდი, ხოლო ლიტვამ წინადღით 39:17 მოუგო გროდნოს. საქართველოს ნაკრები ტურნირს კვირას, გომელის გუნდთან მატჩით დაასრულებს.

ნაკრების მწვრთნელმა ელისო ჟურულიშვილმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ გუნდმა წინადღის შეხვედრასთნ შედარებით საგრძნობლად მოუმატა და აღნიშნა შუამარბ ნინო გაბისონიას და გამთამაშებელ თამარ ჩოგოვაძის კარგი თამაში.

გროდნო, საერთაშორისო ტურნირი

საქართველო (16) – გროდნო 33:14

საქართველო: ჯავახია, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 6, მიხელიძე 6, ღვალაძე 6, გაბისონია 5, ყველაშვილი 4, ნარიმანიძე 2, გადელია 1, ქიტესაშვილი 1, ვენეცკი 1, ჩოხელი 1, ჯაღათაშვილი, ბერიძე, ხურცილავა

ფოტო: ნინო გაბისონია

 

Leave a Reply