08/12/14 ჩემპიონი თასის მფლობელის წინააღმდეგ
ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატზე პირველ დღეს ორი დაძაბული მატჩი გაიმართა.
პირველობის დებიუტანტი, ფოთის ოქროს ვერძი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა იმედს, რომელიც წლეულს ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს. მეორე ტაიმის დასაწყისში მიქაძის, ჟვანიას, ალანიასა და ბაჯალაძის კარგი თამაშის წყალობით ფოთელები 6 ბურთით იყვნენ წინ, მაგრამ შემდეგ ამუშავდა იმედის ერთადერთი გამოცდილი მოთამაშე, რობერტ ბეჟანიშვილი და ჭაბუკებიც აიყოლია. ბოლო 15 წუთის განმავლობაში იმედი რამდენჯერმე მიუახლოვდა მეტოქეს ერთ ბურთში, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა ერთადერთხელ, ისიც სულ ბოლო წუთზე, რუსტამოვის შვიდმეტრიანის შემდეგ: 29-29.
წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ბათუმის მითს დიდი ბრძოლა გაუმართა თასის ფინალისტმა, თბილისის პეგასმა. პეგასის ახალწვეულმა, გივი გიორგაძემ 9 ბურთი შეაგდო, მაგრამ ბოლოსაკენ ბათუმელთა ლიდერებმა, სიმონიამ, ბერძენიშვილმა, აბრამშვილმა და გამზარდიამ გარდატეხეს თამაში – 27:25.
ბოლო ორ მატჩში სამტრედიამ მოუგო ქარიშხალას ჭაბუკებს, 45-32, ხოლო საგრძნობლად განახლებული შემადგენლობით სტუ-მ დაამარცხა ქუთაისის გუნდი, 34-29.
სამშაბათს ტურის მთავარი მატჩია – საქართველოს ჩემპიონი სტუ თასის მფლობელ სამტრედიას შეხვდება. შეხვედრა დღის ორის ნახევარზე დაიწყება გლდანში.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. კაცები
პირველი წრე, პირველი ტური. გლდანი, 8-11 დეკემბერი
8 დეკემბერი
იმედი – ფოთი 29-29
იმ: ხარაიშვილი – ბეჟანიშვილი 8, რუსტამოვი 6, გოგუა 4, ბაინაზიშვილი 3, დანელიშვილი 3, ზ. იობაშვილი 2, მელაშვილი 1, ჩიკვილაძე 1, მიქავა 1, კალანდაძე, ზაალიშვილი, მღებრიშვილი, დვალიძე, ჩაკვეტაძე
ფოთ: გ. ჭანტურია – მიქაძე 8, ალანია 7, ჟვანია 6, ბაჯალაძე 4, ბიბილეიშვილი 3, დაგარგულია 1, ხუნჯუა გოგიშვილი, ნემსაია
ბათუმი – პეგასი 27-25
ბათ: ცერცვაძე – სიმონია 7, ბერძენიშვილი 6, აბრამიშვილი 4, გამზარდია 4, სურმავა 2, რ. ჭანტურია 2, ქარდავა 1, ამირანაშვილი 1, ჯორბენაძე, ი. ნარსია, ვინოგრადსკი, ქავთარაძე, ვარშანიძე
პეგ: ცინცაძე – გიორგაძე 9, აბჟანდაძე 5, ბაძაღუა 4, ცხვარაშვილი 4, კოხრეიძე 2, სახვაძე 1, დიხამინჯია, ნ. მაისურაძე, ზარნაძე, ლეჟავა
მსაჯები: ამირან კომახიძე, გიორგი ბარათაშვილი
სამტრედია – ქარიშხალა 45-32
სამ: სამყურაშვილი – წითელიშვილი 10, წივწივაძე 8, ხაჟომია 6, ზურაბიანი 6, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 4, თევზაძე 2, ელგანდაშვილი 2, სიხარულიძე 2
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი, დავითაშვილი – ფერაძე 11, ბულბულაშვილი 10, არსენაშვილი 6, ლ. მამულაშვილი 2, კორაშვილი 2, შევჩენკო 1, სხვიტარიძე, დოლმაზაშვილი, ჯინჭარაძე, ქურასბედიანი
სტუ – ქუთაისი 34-29
სტუ: ა. სამიტაშვილი, ხიდაშელი – ორჯონიკიძე 8, გოგოლაძე 5, გრიშიკაშვილი 5, სტურუა 4, გვაზავა 3, ი. სამიტაშვილი 3, გოგალაძე 2, გ. იობაშვილი 2, მ. კობახიძე 1, მაისაშვილი 1, ჭელიძე, აბაშიძე, ოსიყმაშვილი,
ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – კბილაშვილი 10, ყაველაშვილი 6, უ. მაისურაძე 5, მათნაძე 3, ბოყოჩაძე 2, მერკვილაძე 1, კვერნაძე 1, ჩიხლაძე 1, ტუღუში, ქუთათელაძე, ჯუღელი, უ. კობახიძე, გობეჯიშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
9 დეკემბერი
12:00 ქუთაისი – ქარიშხალა
13:30 სტუ – სამტრედია
15:00 პეგასი – ფოთი
16:30 ბათუმი – იმედი