07/10/13 მამული და ყვარელი ლიდერობენ

გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში. დასრულდა 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა პირველი ტური აღმოსავლეთ ქვეჯგუფში.

სპორტკომპლექს არენასა და გლდანის ხელბურთის დარბაზში სამი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. ყვარელის გუნდმა და მამულმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს პეგასი, ხოლო ერთმანეთში ფრედ, 26:26 ითამაშეს. ბურთების უკეთესი სხვაობით ჯერჯერობით მამული ლიდერობს, ხოლო ჩემპიონი 9-გუნდიან ტურნირში, ორი წრის შემდეგ გამოვლინდება. ამ ასაკის დასავლეთ ქვეჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, საერთო ტური კი ნოემბრის დასაწყისშია თბილისში.

უახლოესი ასაკობრივი ტურნირი 9 ოქტომბრიდან გაიმართება თელავში, სადაც 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების აღმოსავლეთი ჯგუფის 6 გუნდი ითამაშებს.

10 ოქტომბერს კი თბილისში იწყება ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი. მონაწილეობს 8 გუნდი.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი. თბილისი, 3–6 ოქტომბერი

3 ოქტომბერი: ქარიშხალა – მამული 4:22, იმედი – პეგასი 0:19, ქარიშხალა – ყვარელი 6:27

4 ოქტომბერი: მამული – იმედი 18:0, პეგასი – ყვარელი 13:14

5 ოქტომბერი: პეგასი – ქარიშხალა 19:1, იმედი – ყვარელი 0:11

ყვარელი – მამული 26:26

ყვა: გუბელაძე, კუნელაშვილი 9, თეთრაშვილი 5, ს. იორდანაშვილი 4, ფუღიაშვილი 3, მიხელაძე 3, ქიტესაშვილი 2, თ. იორდანაშვილი, ოსეფაშვილი, მჭედლიშვილი (მწ. ზურაბ ხარებაშვილი)

მამ: მაზმიშვილი, გაბისონია 9, ღვალაძე 6, ჯაღათაშვილი 4, ნარიმანიძე 3, გიორგაძე 2, ა. ყველაშვილი 2, ხონელიძე, შახულოვა, ომიაძე, ბუზალაძე, ხოკერაშვილი (მწ. ჯული კასიანი)

6 ოქტომბერი: ქარიშხალა – იმედი 8:19

მამული – პეგასი 25:21

მამ: მაზმიშვილი, ღვალაძე 8, გაბისონია 5, ჯაღათაშვილი 5, გიორგაძე 3, ა. ყველაშვილი 3, ნარიმანიძე 1, ხონელიძე, შახულოვა, ომიაძე, ბუზალაძე, ხოკერაშვილი

პეგ: ორჯონიკიძე, ჩოხელი 8, ჩოგოვაძე 6, მ. ბერიძე 4, ვენეცკი 2, მორჩაძე 1, ყაველაშვილი, შოშიტაშვილი, სარაჯიშვილი, ს. ყველაშვილი, კენკებაშვილი, ღლონტი, ა. ბერიძე, კოპალიანი, გოგოხია, კუპატაძე (მწ. ნინო წივწივაძე)

მდგომარეობა

მამული——- 3 1 0 93-51 7

ყვარელი—— 3 1 0 78-45 7

პეგასი———2 0 2 72-40 4

იმედი———1 0 3 19-56 2

ქარიშხალა—-0 0 4 19-89 0

ბომბარდირები: ქრისტინე ღვალაძე, მამული 24, მედეა ჩოხელი, პეგასი 20, ქეთა კუნელაშვილი, ყვარელი – 20, ნინო გაბისონია, მამული 17, თამთა თეთრაშვილი, ყვარელი 17, სოფო იორდანაშვილი, ყვარელი 16, თამარ ჩოგოვაძე, პეგასი 15, ანა ყველაშვილი, მამული 15, თეონა ჯაღათაშვილი, მამული 14, მაია ბერიძე, პეგასი 13, თინიკო ქიტესაშვილი, ყვარელი 12, მარი კერესელიძე, იმედი 12, თამთა თორდია, ქარიშხალა 10

დასავლეთი: ფოთი – წყალტუბო 34:6 (ზუგდიდსა და ბათუმს არ უთამაშიათ). საერთო ტური – 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.

გოგონები, 2000-01: ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი – ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

ბიჭები 1998-99. აღმოსავლეთი (გორი, რუსთავი, ლაგოდეხი, ახაშენი, თელავი, ყვარელი) – 1 ტური 9-13 ოქტომბერს თელავში. დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) – 1 ტური 15-20 ოქტომბერს სენაკში. თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0). მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთი (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-18 ოქტომბერს თელავში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

იხილეთ ჩვენი ფეისბუკიც

https://www.facebook.com/GEONHF

 

 

Leave a Reply