EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

05/02/15 ოთხეულისთვის ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა

საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატს 5 მოგებით ლიდერობს ქვეყნის ჩემპიონი სტუ. ვერცხლის პრიზიორი, ბათუმი დღეს დამარცხდა ქუთაისთან – 23-30.

ქუთაისელთა მოგების მთავარი მოქმედი პირი იყო მეკარე კორნელი ანდრიაძე, რომელმაც მოიგერია ოცზე მეტი დარტყმა. უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა 10 ბურთი იყო და გამარჯვებული დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. მეკარის გარდა გამოირჩეოდნენ ახალგაზრდა გამთამაშებელი მათნაძე და ჭაბუკთა ნაკრების ორი წევრი – კბილაშვილი და მერკვილაძე. ბათუმელებმა ტურის დაწყების წინ დაკარგეს სიმონია, რომელიც თურქეთში გადავიდა სათამაშოდ და შეიძინეს ეროვნული ნაკრების ორი წევრი – გოგალაძე და გრიშიკაშვილი, მაგრამ მათი თამაში დღეს დაულაგებელი იყო. შედეგად, ბათუმმა მეორე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოინაცვლა, ხოლო ფინალურ ოთხეულში გასასვლელი ბრძლა, როგორც ჩანს, უკიდურესად მწვავე იქნება.

ოთხეულის კიდევ ერთი პრეტენდენტი, პეგასი 27-30 დამარცხდა ტექნიკურ უნივერსიტეტთან, თუმცა, თამაშის განმავლობაში მეტითც აგებდა. სტუ-ს შემადგენლობა პირველი ტურის შემდეგ კიდევ უფრო შესუსტდა, თუმცა, შედეგზე ეს ჯერჯერობით არ აისახება. დღეს გუნდს ტრავმირებული მთავარი ბომბარდირი, თემურ ორჯონიკიძეც აკლდა, მაგრამ მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე დროდადრო აქტიურ, 3+3 დაცვას სთავაზობდა მეტოქეს და პირველ ტაიმშივე მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. საუკეთესოები იყვნენ ვეტერანი გვაზავა, რომელსაც გამთამაშებლის პოზიციიდან კარგად ხელმძღვანელობდა თამაშს და ჭაბუკი გარემარბი გოგოლაძე.

ქარიშხალამ 34-21 მოუგო იმედს, ხოლო ფოთის ოქროს ვერძ პირველი ტაიმის ბოლომდე გაუძალიანდა საქართველოს თასის მფლობელ სამტრედიას, საბოლოოდ კი 34-42 წააგო.

პარასკევს გლდანში მომდევნო 4 მატჩია, მათ შორის ყველაზე საინტერესო კი 12 საათზე დაიწყება – ქუთაისი-სამტრედია.

საქართველოს ჩემპიონატი. კაცები

გლდანი, 5 თებერვალი

იმედი – ქარიშხალა 21-34

იმ: ლორია, ხარაიშვილი – მიქავა 6, ზ. იობაშვილი 4, რუსტამოვი 4, ბაინაზიშვილი 2, ჰუსეინოვი 2, ბაზანოვი 2, ყორიაული 1, ჩიკვილაძე, ზაალიშვილი, გოგუა, მღებრიშვილი, თურქაძე, მელაშვილი, ფურცელაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – გ.ფერაძე 13, ლ. მამულაშვილი 9, არსენაშვილი  6, ბენდელიანი 2, ზ. ფერაძე 1, ბულბულაშვილი 1, შევჩენკო 1, დოლმაზაშვილი 1,  ჭინჭარაძე, კორაშვილი, სხვიტარიძე, კვირკველია, ქურასბედიანი

სამტრედია – ფოთი 42-34

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – ნიკურაძე 11, თევზაძე 8, ზურაბიანი 6, გ. იობაშვილი 6, წივწივაძე 5, ანტონოვიჩი 3, ხაჟომია 2, სიხარულიძე 1,  ი. ნარსია, გეგია, ბოცვაძე

ფოთ:  ჭანტურია, ზარგინავა – მელქოშვილი 9, ალანია 7, ბიბილეიშვილი 5, ჟვანია 4, ბაჯალაძე 3, ა. ხუნჯუა 3, მიქაძე 2, ბერაია 1, ზარქუა

ბათუმი – ქუთაისი 23-30

ბათ: ცერცვაძე – აბრამიშვილი 7, გოგალაძე 6,  გრიშიკაშვილი 6, სურმავა 2, გამზარდია 1, ჯორბენაძე 1,  ბერძენიშვილი, ქარდავა, ამირანაშვილი, ვინოგრადსკი

ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 11, მათნაძე 5, უ. მაისურაძე 5, მერკვილაძე 4, ყაველაშვილი 2, კვერნაძე 1, ჩიხლაძე 1, ჯუღელი 1

სტუ – პეგასი 30-27

სტუ: ა. სამიტაშვილი – გვაზავა 7, გოგოლაძე 7, ჭელიძე 4, ბეჟანიშვილი 4, აბაშიძე 3, სტურუა 3, მ. კობახიძე 2, აბდულაევი

პეგ: ცინცაძე – ბაძაღუა 6, დიხამინჯია 6, გიორგაძე 4, ცხვარაშვილი 3, ნ. მაისურაძე 3, ზარნაძე 2, კოხრეიძე 2, აბჟანდაძე 1

მსაჯები: ა. კომახიძე – გ. ბარათაშვილი, ე. არაბული – ი. ჭკუასელი

——————თ—მ—ფ–წ——ბ—–ქ

სტუ————-5—5—0—0–176-141-10

სამტრედია—–5—3—1—1–178-147–7

ქუთაისი——–5—3—0—2–152-134–6

ბათუმი———5—3—0—2–147-137–6

პეგასი———–5—2—1—2–143-137–5

ქარიშხალა——5—2—0–3–154-164–4

ფოთი————5—0—1–4–152-185–1

იმედი———–5—0—1—4–115-169—1

6 თებერვალი

12:00 ქუთაისი-სამტრედია

13:30 პეგასი-იმედი

15:00 ფოთი-ბათუმი

16:30 ქარიშხალა-სტუ

7 თებერვალი

12:00 ქუთაისი-ფოთი

13:30 ბათუმი-სამტრედია

15:00 სტუ-იმედი

16:30 პეგასი-ქარიშხალა

ფოტო: ქუთაისი-ბათუმი. 22 – კორნელი ანდრიაძე

Leave a Reply