04/02/15 გოგონათა ნაკრები ბელარუსიდან დაბრუნდა

ბელარუსიდან დაბრუნდა საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელმაც მინსკში 5 ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდს 2015 წელს ორი სერიოზული ტურნირი აქვს – 20-22 მაისს ქუთაისში, ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი კვალიფიკაცია (ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო) და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, სადაც ევროპის 7 უძლიერესი გუნდი გვეწვევა (ნორვეგია, დანია, რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, მონტენეგრო).

გვესაუბრებიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა და დელეგაციის ხელმძღვანელი დიმიტრი აბესაძე.

გიორგი გვაზავა: – ბელარუსში ხელბურთის ორი ძირითადი ცენტრია – მინსკისა და გომელის. ნაკრების წევრთა დიდი უმეტესობა აქ თამაშობს. პირველ დღეს დავამარცხეთ მინსკის გუნდი, 35-33. მეორე დღეს ბელარუსის ნაკრებს პირველი ტაიმი 20-17 მოვუგეთ, მაგრამ ჯამში 29-33 დავმარცხდით. მესამე დღეს ორი მატჩი გვქონდა – ნაკრებთან, 30-37 და გროდნოს გუნდთან, 20-25. და, ბოლო დღეს გავმართეთ მატჩი, რომლის პირველ ტაიმში გვეთამაშა მინსკის გუნდი (14-14), ხოლო მეორეში გროდნოს 16-15 მოვუგეთ, ჯამში კი 30-29 მოვუგეთ, ფაქტობრივად, ბელარუსის ნაკრებს.

დიმიტრი აბესაძე: – სათამაშო კომპონენტებზე მე არაფერს ვიტყვი, გამოვყოფ იმას, რომ ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩში ძალიან სერიოზულად იბრძოლა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს, რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ჩვენებს აღემატებოდნენ. გოგონებმა არაფერი დაუთმეს მეტოქეს და ერთიორჯერ კინაღამ გაწევ-გამოწევამდე მივიდა საქმე, იმდენად სერიოზული ბრძოლა იყო. აღვნიშნავ ასევე მინსკის ოლიმპიური მზადების ცენტრს, სადაც ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობენ, ვარჯიშობენ და სწავლობენ ბელარუსის მოზარდთა ნაკრები გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

როლანდ ერაძე: – ჯამში კმაყოფილი ვარ. უპირველესად – დაცვაში თამაშით. ჩვენ ძირითადად ვთამაშობთ აქტიურ, 5+1 დაცვას და ამ კომპონენტში სერიოზულად წავიწიეთ წინ. შეტევას რაც შეეხება, გვქონდა კარგი მონაკვეთებიც და ცუდიც, ამ მხრივ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ნაკრების საუკეთესო მოთამაშე იყო მეკარე თიკო ყაველაშვილი, რომელსაც სპეციალური ჯილდოც კი გადასცა დიმიტრი აბესაძემ. გამოვყოფ ქრისტინე ღვალაძესაც, სხვებმა არათანაბრად ითამაშეს, ზოგჯერ ძალიან კარგად, ზოგჯერ – უარესად. შარშან ბელარუსის ნაკრებთან 12-27 წავაგეთ. მე არ მინახავს ის თამაში, მაგრამ ჩემმა ბელარუსმა კოლეგამ მითხრა, რომ არ მოელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას. ბელარუსის ნაკრებიც ემზადება ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის და ამ მატჩებით კმაყოფილნი დარჩნენ. ქუთაისში ჩვენ ძალიან სერიოზული მეტოქეები გვყავს, მაგრამ დაგვემატებიან წამყვანი მოთამაშეები, გადელია, ვენეცკი და ჯავახია, რომლებიც ბელარუსში ტრავმების გამო დაგვაკლდნენ. მათ გარდა, სხვებსაც ექნებათ გუნდში მოხვედრის შანსი – მათაც, ვინც ბელარუსში არ ყოფილა. საბოლოო შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ გვაქვს.

ნაკრების უახლოესი გეგმები ასეთია: 10 თებერვლიდან განახლდება საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის, შემდეგ ნაკრები შეკკრებაზე გადავა გლდანში, ხოლო მარტის დასაწყისში გაემგზავრება ტრაბზონში, თურქეთის ნაკრებთან 3 ამხანაგური მატჩის სათამაშოდ. ამის შემდეგ გუნდი უკვე ქუთაისში გააგრძელებს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის მზადებას. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალში 2 გადის.

გოგონათა (17 წ) ნაკრები ბელარუსში – 2015

30 იანვარი. მინსკი – საქართველო 33-35

მინსკი: ბაშევა – იანცევიჩი 12, ზენჩიკი 8, პილიპეცი 7, სოლოვიევა 5, დვორნიკოვა 1, ლოვჩევა, დ. პოპოვა, ვ. პოპოვა

საქართველო – ყაველაშვილი, ჩაჩუა – ყველაშვილი 11, ღვალაძე 6, გაბისონია 5, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 3, გიორგაძე 2, თეთრაშვილი 1, ქიტესაშვილი 1, ბერიძე, მიხელიძე

31 იანვარი. ბელარუსი – საქართველო 33-29

ბელარუსი: რომანჩუკი, ბაშევა – იანცევიჩი 7, ციაბუსი 6, მისიუკი 4, ზენჩიკი 3, ჰაურილიკი 3, ელისეევა 2, ტრიზნო 2, კრაუჩანკა 1, კულეში 1, იევტუშევსკაია 1, არცემი 1, დვორნიკოვა 1, კაშკევიჩი 1, მიაჟუევა, რაბჩანკა – მწ. გუსევა

საქართველო: ჩაჩუა, ყაველაშვილი – ყველაშვილი 6, ღვალაძე 5, ჩოხელი 5, ჩოგოვაძე 5, გაბისონია 3, ქიტესაშვილი 3, კუნელაშვილი 2, გიორგაძე, თეთრაშვილი, ბერიძე, მიხელიძე

1 თებერვალი. ბელარუსი – საქართველო 37-30

ბელარუსი: რომანჩუკი, ბაშევა – რაბჩანკა 5, ზენჩიკი 5, მიაჟუევა 5, იანცევიჩი 5, ტრიზნო 4, მისიუკი 4, დრიკი 2, ციაბუსი 2, ევტუშევსკაია 1, ჰაურილიკი 1, კრაუჩანკა 1, დვორნიკოვა 1, არცემი 1, კულეში, კაშკევიჩი, ელისეევა

საქართველო: ყაველაშვილი – გაბისონია 6, ყველაშვილი 4, ღვალაძე 4, ქიტესაშვილი 4, ჩოხელი 3, გიორგაძე 2, ბერიძე 2, ჩოგოვაძე 2, კუნელაშვილი 1, თეთრაშვილი 1, მიხელიძე 1

1 თებერვალი. გროდნო – საქართველო 25-20

გროდნო: რომანჩუკი – ალეზკაია 5, მანკევიჩი 5, ჰაურილიკი 4, არცემი 3, კაშკევიჩი 2, ბრინგელი 2, პოდელინსკაია 1, ძიკი 1, გერასიმი 1, მაშკევიჩი 1, გრიშინკაი, ტამაბანოვა, ლუკავერიჩი

საქართველო: ყაველაშვილი – ჩოგოვაძე 5, ყველაშვილი 4, ღვალაძე 3, გაბისონია 3, კუნელაშვილი 2, ჩოხელი 1, მიხელიძე 1, გიორგაძე 1, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი, ბერიძე

2 თებერვალი. მინსკი/გროდნო – საქართველო 29-30 (14-14, 15-16)

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: თინათინ ყაველაშვილი, თამარ ჩაჩუა (პეგასი)

ხაზი: მედეა ჩოხელი (პეგასი), თამთა თეთრაშვილი (ყვარელი)

გარემარბები: ქრისტინე ღვალაძე, თამარ გიორგაძე (მამული), თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), მარიამ მიხელიძე (ყვარელი)

უკანა ხაზი: ანა ყველაშვილი, ნინო გაბისონია (მამული), თინათინ ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი), მაია ბერიძე (პეგასი)

მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ანა ხუბულური, მენეჯერი ინა ჭკუასელი, დელეგაცის ხელმძღვანელი დიმიტრი აბესაძე

Leave a Reply