04/05/14 ასაკობრივი ნაკრებები მზადებას განაგრძობენ
საქართველოს სამი ასაკობრივი ნაკრები განაგრძობს მზადებას საერთაშორისო ტურნირებისთვის. გლდანში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს ახალგაზრდულმა (20წ) და ბიჭების (16) ნაკრებებმა.
უფროსებმა მოიგეს – 41:23, თუმცა, მეტოქემ პირველ ტაიმში საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გასწია – 13:17. ახალგაზრდული ნაკრები 21 მაისიდან ანდორაში, IHF მსოფლიო თასის ზონალურ ტურნირზე ითამაშებს, ხოლო ბიჭების გუნდი ამ დღეებში მიემგზავრება უკრაინაში, სადაც ქალაქ 7-11 მაისს, ბროვარიში, კიევის მახლობლად, საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
ბელარუსში გაემგზავრა თექვსმეტწლამდელ გოგონათ ნაკრები, რომელსაც გროდნოში აქვს საერთაშორისო ტურნირი 8 მაისიდან. თექვსმეტწლამდელთა ორივე ნაკრები თბილისში დაბრინების შემდეგ ითამაშება ჯემალ ცერცვაძის თასზე – საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც დიდი ქართველი ხელბურთელის 75 წლისთავს ეძღვნება. შეჯიბრებას გლდანის დარბაზი უმასპინძლებს.
ფოტო: ბიჭების ნაკრების ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში უკრაინაში გამგზავრების წინ
საქართველო (20) – საქართველო (16) 41:23 (17:13)
3 მაისი, გლდანი
(20): ცერცვაძე, ი. სამიტაშვილი, ცინცაძე – ორჯონიკიძე 8, ალანია 7, ცხვარაშვილი 6, სიმონია 6, სტურუა 4, დიხამინჯია 3, ლ. არსენაშვილი 3, გიორგაძე 3, ბაძაღუა 1
(16): ხანდოლიშვილი, მამულაშვილი – ბულბულაშვილი 11, გოგავა 5, რუსტამოვი 3, ე. არსენაშვილი 2. გაწერელია 2, კბილაშვილი, მიქაძე, მერკვილაძე, ზაალიშვილი, ბიბილეიშვილი, ფერაძე, იობაშვილი
მსაჯები: ლევან ოსიყმაშვილი, ზაზა ფერაძე
ბიჭების ნაკრები უკრაინაში. 7-11 მაისი
მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი),სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)
მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ბიბილეიშვილი, გიორგი მიქაძე (ფოთი),გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი),ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა (პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი)
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა, ჯორჯე რაშიჩი
გოგონათა ნაკრები ბელარუსში. 7-12 მაისი
მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), მარიამ ჩაჩუა (პეგასი)
მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მაია ბერიძე, მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)
მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი