04/05/14 დიორი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა უნგრეთის დიორი ეტო, რომელმაც ფინალში 27:21 დაამარცხა მონტენეგროს ბუდუჩნოსტი.

დიორი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და დაამტკიცა, რომ ბუდუჩნოსტზე უკეთ დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია. გამარჯვებაში წვლილი ყველამ შეიტანა, განსხვავებით მეტოქისგან, რომელიც ორი ლიდერის, რუმინელი ქრისტინა ნიაგუს და დანიელი კამილა დალბის იმედზე იყო.

დიორმა 15:10 მოიგო ტაიმი, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე კი 26:20 იგებდა, როცა თამაშს უეცრად გაუჩნდა ინტრიგა. ზედიზედ გააძევეს დიორის ორი მოთამაშე, მათ შორის, წითელი ბარათით – ანიკო კოვაჩიჩ. ბუდუჩნოსტს მიზერული შანსი მიეცა, მაგრამ ამ დროს უნგრული კლუბის დანიელმა მეკარემ კატრინ ლუნდემ ზედიზედ ორჯერ მოიგერია პირისპირ გასული მეტოქის დარტყმა. თამაშში წერტილი დასვა უნგრელთა ლიდერმა ანიტა გორბიცმა, ვინც მარცხენა კუთხიდან მშვენიერი სპინი ჩასვა ბუდუჩნოსტის კარში და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის დაწესებული ოქროს ბურთიც დაისაკუთრა – გორბიცმა მთელ ტურნირზე 87 გოლი გაიტანა.

ბრინჯაოს ფინალში მაკედონიის ვარდარმა აჯობა დანიის ბუდუჩნოსტს. გაიმართა ქალთა დანარჩენი სამი ევროტურნირის პირველი ფინალური მატჩები. მომავალ კვირას ქალთა შეჯიბრებები დასრულდება, შემდეგ კი კაცების ჯერიც დადგება.

ფოტო: ანიტა გორბიცი

ქალების ჩემპიონთა ლიგა

ფინალი, 4 მაისი. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა, 13 000 მაყურებელი

დიორი ეტო (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 27:21

დიორი: ჰარალდსენ-ლუნდე, ჰერი – გორბიცი 7, ლოკე 4, ამორიმი 4, ორბანი 4, კ. ბულატოვიჩი 3, ბოგნარი 2, კოვაჩიჩი 2, კორშოში 1, ტერველი, ბოცკო, ჰორნიაკი, რედეი, შირიანი, სეპეში

ბუდუჩნოსტი: ვოლტერინგი, ზდერიჩი – ნიაგუ 7, დალბი 5, ცვიიჩი 4, კნეზევიჩი 2, მეჰმედოვიჩი 1, პეტროვიჩი 1, ბიზდრა 1, გეორგიევსკა, ლაზოვიჩი, იეზიჩი, ბოზოვიჩი, ნიკიტინა, პავიჩევიჩი, მ. ვუკჩევიჩი

მესამე ადგილისთვის

ვარდარ სკოპიე (მკდ) – მიდტიულანდი (დან) 34:31

EHF თასი. პირველი ფინალური მატჩი

ტოლიატი (რუს) – ესბიერგი (დან) 36:25

ჩელენჯ კაპი. პირველი ფინალური მატჩი

ჰოორი (შვდ) – ისი პარი (საფ) 19:21

თასების მფლობელთა თასი. პირველი ფინალური მატჩი

ვიბორგი (დან) – ზვეზდა ზვენიგოროდი (რუს) 31:22

საპასუხო მატჩები – 10-11 მაისს

 

Leave a Reply