EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

03/11/14 აღმოსავლეთის ლიგაში გორი ლიდერობს

გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის.

მეორე წრე პირველად აღმოსავლეთის ლიგის ოთხმა გუნდმა დაიწყო. 10 ნოემბრიდან თბილისსა და სენაკში თბილისისა და დასავლეთის ლიგების ტურნირი დაიწყება, როს შემდეგაც გამოვლინდებიან რეგიონული ჩემპიონები, ხოლო 2015 წლიდან საუკეთესო 10 გუნდი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს.

პირველ ტურში ლიდერმა, გორის გუნდმა 26:15 დაამარცხა რუსთავი, ხოლო კახეთმა (თელავი და ყვარელი) მოუგო ქარელს – 27:14. ლაგოდეხის გუნდი შეჯიბრებაში არ ჩაბმულა. აღმოსავლეთის ჩემპიონი უნდა გამოვლინდეს ბოლო დღეს, 5 ნოემბერს, გორელებისა და კახელების მატჩში.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

აღმოსავლეთის ლიგა. 3-5 ნოემბერი, გლდანი

3 ნოემბერი

გორირუსთავი 26:15, ქარელიკახეთი 14:27

მდგომარეობა: გორი 8 ქულა, კახეთი 6, რუსთავი 2, ქარელი 0

4 ნოემბერი
12:00 ქარელიგორი, 13:30 რუსთავიკახეთი

5 ნოემბერი
12:00
რუსთავიქარელი, 13:30 გორიკახეთი

Leave a Reply