EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

03/11/14 მსხვილიძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა

სამწუხაროდ, დადასტურდა საქართველოს ნაკრების შუამარბის, რატი მსხვილიძის დიაგნოზი – ესტონეთის ნაკრებთან მეორე თამაშის 55-ე წუთზე მსხვილიძემ აქილევსის მყესი დაიზიანა და თამაშის დასრულება ვერ შეძლო.

 

დღეს, საბოლოოდ დადასტურდა, რომ მყესი გაწყვეტილია, რის გამოც საქართველოს ნაკრებისა და თურქეთის ტრაბზონსფორის შუამარბს რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს. მსხვილიძე რამდენმე დღეში გაემგზავრება ტრაბზონში, სადაც ოპერაციას გაიკეთებს.

ევრო 2018-ის საწყის ეტაპზე 9 გუნდი იბრძვის პლეიოფში გასასვლელად. პირველ ჯგუფს ორი მოგებით საბერძნეთი ლიდერობს, მესამეს – რუმინეთი, ხოლო მეორეში საქართველო და ესტონეთი თანაბრად არიან. ყველაფერს ჯგუფის მესამე წევრთან, ლუქსემბურგთან მატჩები გადაწყვეტს.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: კვიპროსი – საბერძნეთი 17:23

საბერძნეთი 4 ქულა/2 მატჩიდან, კვიპროსი 0/2, ბელგია 0/0

2 ჯგუფი

29 ოქტომბერი, 2014. ესტონეთისაქართველო 28:26
2
ნოემბერი, 2014. საქართველოესტონეთი 29:27
29
ან 30 აპრილი, 2015. საქართველოლუქსემბურგი
3
მაისი, 2015. ლუქსემბურგისაქართველო
10
ივნისი, 2015. ლუქსემბურგიესტონეთი
13
ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთილუქსემბურგი

3 ჯგუფი: კოსოვო – რუმინეთი 16:30

რუმინეთი 4/2, კოსოვო 0/2, იტალია 0/0

ზურაბ გენგიურის ფოტო

 

Leave a Reply