03/03/14 ზუგდიდმა და თელავმა გაიბრძოლეს

სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბარებულ ბიჭებს შორის. საგაზაფხული ეტაპი მეორე ხუთეულმა დაიწყო.

 

თბილისის ლიგის მეორე პრიზიორი, პეგასი იოლად უგებდა აღმოსავლეთის ჩემპიონ თელავს – 25:10 შესვენებაზე. მეორე ტაიმში თელაველებმა მოუმატეს. მას შემდეგ, რაც მსაჯმა უხეშობისთვის პეგასის მეკარე მჭედლიძე გააძევა, სხვაობა 4 ბურთამდე დავიდა, მაგრამ თბილისელებმა მაინც მოახერხეს მოგება – 34:28.

ზუგდიდი დაახლოებით ამავე სხვაობით დამარცხდა იმედთან, მაგრამ თამაში აქ უფრო თანაბარი იყო. დასავლეთის მესამე პრიზიორმა პირველი ტაიმი თანაბრად ითამაშა, რამდენჯერმე წინ გავიდა და მხოლოდ შესვენების წინ მოახერხა იმედმა საგრძნობი სხვაობის შექმნა – 21:17, საბოლოოდ კი – 37:30. ზუგდიდმა მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. გამოირჩეოდნენ მეკარე ხასია, უკანახაზელი გრიგოლია და პივოტი ესართია.

ხვალ ჩემპიონატზე მორიგი ორი მატჩია.

ფოტო: იმედი – ზუგდიდი

საქართველოს ჩემპიონატი

1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი

მეორე ხუთეული: თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი

3 მარტი, არენა 1

თელავი – პეგასი 28:34

თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 12, ბაჩიაშვილი 9, კაიშაური 4, ყორიაული 3, აღვინოვი, გიგაური, ხელაშვილი, გაგნიძე, საღირაშვილი, ხანჯალიაშვილი

პეგასი: მჭედლიძე – ცხოვრებაძე 8, გაწერელია 7, ზარნაძე 6, მაისურაძე 4, ნაზღაიძე 4, ვიბლიანი 2, ლაპიაშვილი 2, ხვადაგიანი 1, ბაბუციძე, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე, ალბუთაშვილი, მამაგეიშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

ზუგდიდი – იმედი 30:37

ზუგდიდი: ხასია, ესართია – გრიგოლია 9, ჭითანავა 8, ბულია 5, ხურციძე 4, ძაძამია 3, კუკავა 1, თოდუა, ჩიქობავა, კვარაცხელია, გოგოხია, ეხვაია

იმედი: ხარაიშვილი, როკაშვილი – ჰუსეინოვი 9, იობაშვილი 6, რუსტამოვი 6, მიქავა 5, ბაინაზაშვილი 3, მელაშვილი 3, დვალიძე 3, მღებრიშვილი 2, საძაგლიშვილი 1, თურქაძე, ხარძიანი, კვირკველია, ჯაბანაშვილი, ჩოხელი

მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი

4 მარტი

16:00 ზუგდიდი – პეგასი

17:30 თელავი – სამტრედია

5 მარტი

16:00 სამტრედია – ზუგდიდი

17:30 იმედი – პეგასი

6 მარტი

16:00 სამტრედია – იმედი

17:30 ზუგდიდი – თელავი

7 მარტი

16:00 პეგასი – სამტრედია

17:30 იმედი – თელავი

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=broadcast

 

Leave a Reply