04/03/14 ლიდერობს პეგასი

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის. ტურის მეორე დღეს მეორე მატჩი მოიგო თბილისის ლიგის მეორე პრიზიორმა, პეგასმა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა 38:27 (26:17) დაამარცხა ზუგდიდი. პირველი მატჩი გამართა დასავლეთის მეორე პრიზიორმა სამტრედიამ და მოუგო აღმოსავლეთის ჩემპიონს, თელავის გუნდს – 27:21 (14:11).

ხვალ ჩემპიონატზე ორი საინტერესო მატჩია. 16 საათზე ითამაშებენ სამტრედია და ზუგდიდი, 17:30 კი ერთმანეთის პირისპირ წარდგება თბილისის ლიგის ორი პრიზიორი – პეგასი და იმედი. შესაძლოა, ეს ტურის ცენტრალური თამაშიც იყოს.

ფოტო: თელავი – სამტრედია

საქართველოს ჩემპიონატი

1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი

მეორე ხუთეული: თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი

4 მარტი, არენა 1

ზუგდიდი – პეგასი 27:38

ზუგდიდი: ხასია – ბულია 11, ძაძამია 5, ხურციძე 4, გრიგოლია 3, თოდუა 2, ესართია 2, კუკავა, კვარაცხელია, ეხვაია, ჭითანავა, ჩიქობავა, გოგოხია

პეგასი: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 10, გაწერელია 10, ზარნაძე 7, მაისურაძე 5, ნაზღაიძე 4, ლაპიაშვილი 1, ხვადაგიანი 1, ბაბუციძე, ვიბლიანი, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე, ალბუთაშვილი, მამაგეიშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

თელავი – სამტრედია 21:27

თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – ყორიაული 7, კაიშაური 7, დანელიშვილი 4, ბაჩიაშვილი 2, აღვინოვი 1, გიგაური, ხელაშვილი, გაგნიძე, საღირაშვილი, ხანჯალიაშვილი

სამტრედია: გაგუა, გოგიშვილი – ბოცვაძე 8, ანტონოვიჩი 7, ცხვარაძე 7, ჯორბენაძე 4, ძნელაძე 1, ზურაბიანი, კიკაჩეიშვილი, ქავზინაძე, ხვიჩია, ბოჭორიშვილი

პეგასი 4 ქულა (2 თამაშიდან), იმედი 2 (1), სამტრედია 2 (1), თელავი 0 (2), ზუგდიდი 0 (2)

5 მარტი

16:00 სამტრედია – ზუგდიდი

17:30 იმედი – პეგასი

6 მარტი

16:00 სამტრედია – იმედი

17:30 ზუგდიდი – თელავი

7 მარტი

16:00 პეგასი – სამტრედია

17:30 იმედი – თელავი

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=broadcast

პირველი ხუთეული: ქარიშხალა 8 ქულა, გორი 4, ფოთი 4, მამული 4, ყვარელი 0

საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.

Leave a Reply