01/11/14 გვჭირდება სამბურთიანი რევანში ესტონეთთან
კვირას, სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კიდევ ერთხელ შეხვდება ესტონეთის ეროვნულ გუნდს ევრო 2018-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე.
ტალინში 26:28 დავმარცხდით და მიზანი ცხადია – საჭიროა ესტონელთა მინიმუმ 3 ბურთით დამარცხება, რის შემდეგაც ურთიერთბალანსით ვაჯობებთ და ამოცანის შესასრულებლად – ჯგუფში პირველობისთვის და მეორე ეტაპზე, პლეიოფში გასასვლელად, საკმარისი იქნება ლუქსემბურგის ორჯერ, ნებისმიერი სხვაობით დამარცხება – აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში.
საქართველოს ნაკრები შინ პარასკევ დილით დაბრუნდა და უკვე ორჯერ ივარჯიშა სპორტის სასახლის საფარზე. ცამეტივე ხელბურთელი, ვინც ტალინში იყო, მწყობრშია. მათ დაემატება ორი კაცი – უკანახაზელი ზურაბ სიმონია და პივოტი უჩა მაისურაძე. მატებაა მწვრთნელთა შტაბშიც – წარსულში ცნობილი მეკარე, როლანდ ერაძე, ვინც ტალინში დელეგაციის ოფიციალური წევრი იყო, ამჯერად განაცხადში იქნება, როგორც ერთ-ერთი მწვრთნელი.
ესტონეთის ნაკრები თბილისში შაბათს ჩამოფრინდა და ივარჯიშა კიდეც. ესტონელთა ორი ტრავმირებული ლიდერი, მაიტ პატრაილი და დენერ იანემაა ვერც კვირას ითამაშებს და, თბილისში არ ჩამოსულა. მეტიც, სტუმრებს დააკლდებათ გერმანული აუეს შუამარბი იანარ მიაგი, ვინც ტალინში 4 გოლი გაგვიტანა, მაგრამ დაშავდა და თამაში ვეღარ დაასრულა. მის ნაცვლად შემადგენლობაშია 19 წლის ჰენრი ჰიიენდი. ესტონელებს გუნდში ახალგაზრდული ნაკრების 3 წევრი ჰყავთ – ჰიიენდი, 18 წლის ანდრის ცელმინსი და 17 წლის კარლ როოსნა.
თამაში სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება და შესვლა თავისუფალი იქნება – ბილეთები არ იყიდება. ვინც სასახლეში მოსვლას ვერ მოახერხებს, მატჩის ყურება შეეძლება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე.
https://www.youtube.com/user/handballgoergia/fea
ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი
საქართველო-ესტონეთი
2 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო
მეკარეები
22. შოთა თევზაძე (1982 – ოდორჰეი, რუმ – 201 სმ)
16. გიგა ტორონჯაძე (1989 – ტრაბზონი, თურ – 190)
უკანა ხაზი
10. ვლადიმერ რუსია (1984 – ოდორჰეი, რუმ – 202)
14. ირაკლი ჩიქოვანი (1989 – ტიმიშოარა, რუმ – 198)
9. სერგო დათუკაშვილი (1978 – ვოივოდინა, სრბ – 198)
24. რატი მსხვილიძე (1986 – ტრაბზონი, თურ – 208)
17. თემურ ორჯონიკიძე (1996 – სტუ – 197)
8. ზურაბ სიმონია (1994 – ბათუმი – 187)
მარცხენა გარემარბები
31. ილია გოგალაძე (1986 – სტუ – 190)
7. უჩა გამზარდია (1990 – ბათუმი – 172)
მარჯვენა გარემარბები
23. რევაზ ჭანტურია (1982 – სტრუმიცა, მკდ – 177)
19. რობერტ ბეჟანიშვილი (1992 – იმედი – 177)
პივოტები
5. გია გვაზავა (1978 – სტუ – 198)
20. შოთა გრიშიკაშვილი (1984 – სტუ – 198)
18. უჩა მაისურაძე (1986 – ქუთაისი – 190)
მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე
მწვრთნელები ბექარ ორჯონიკიძე, როლანდ ერაძე
ექიმი ლევან ლინნიკი
ესტონეთი
მეკარეები
1. მარიუს ალექსეევი (1982 – რიიჰიმიაენ კოქსი, ფინ – 198 სმ)
20. დენის ლოოკენე (1991 – პოლვა – 197)
უკანა ხაზი
4. მარკო სლასტინოვსკი (1990 – კეჰრა – 198)
11. მარტინ იოჰანსონი (1985 – შტიინცა ბაკეუ, რუმ – 196)
18. ანდრის ცელმინსი (1996 – ვალგა კავალი – 192)
28. ჰენრი ჰიიენდი (1995 – პოლვა – 188)
35. კრისტო იარვე (1977 – ვილიანდი – 180)
38. სიიმ პინონენი (1989 – ვიიმსი – 186)
47. კრისტო ვოიკა (1990 – რიიჰიმიაენ კოქსი, ფინ – 183)
მარცხენა გარემარბები
2. მიკ პინონენი (1991 – შტიინცა ბაკეუ, რუმ – 178)
13. ჰენრი სილასტე (1988 – პოლვა – 176)
43. კასპარ ლეესი (1990 – კეჰრა – 182)
მარჯვენა გარემარბები
5. კრისტიან მუუგა (1984 – პოლვა – 178)
32. კარლ როოსნა (1997 – ვილიანდი – 180)
პივოტები
6. მარიუს ლეპი (1980 – რიიჰიმიაენ კოქსი, ფინ – 198)
50. არმი პიარტი (1991 – რეკერ მიოლე, დან – 200)
მთავარი მწვრთნელი რეინ სუვი
მწვრთნელები იაანუს რიატსეპი, პრიიტ ალიკივი
ექიმი მარგუს პარტსი
მსაჯები: ანგელოს არგირიდისი, ხრისტოს მუტასი (კვი), დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)
თამაშების განრიგი
29 ოქტომბერი. ესტონეთი-საქართველო 28:26
2 ნოემბერი, 18:00. საქართველო – ესტონეთი
29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი
3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო
10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი
13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი