31/10/14 ევროპის ჩემპიონმა დიდი მოგებით დაიწყო

დაიწყო ევროპის 2016 და 2018 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები. ევრო 2018-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოსა და ესტონეთის გარდა ბრძოლაში ჩაებნენ ორი სხვა ჯგუფის გუნდებიც.

ჯგუფში საბერძნეთმა ძნელად მოუგო კვიპროსს 27:25, ხოლო მესამეში რუმინეთმა – ტურნირის დებიუტანტს, კოსოვოს ნაკრებს – 36:24. სამი ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეიოფში, სადაც შეხვდება ევრო 2016-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი სამი შედეგის მქონე გუნდს.

ევრო 2016-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში უკვე ფინალური ტურნირის საგზურები რიგდება. ფინალურ ეტაპზე, რომელიც პოლონეთში გაიმართება 2016 წლის იანვარში, გადის 2-2 გუნდი თითო ჯგუფიდან და საუკეთესო მესამე ადგილი.

ძალიან დამაჯერებელი მოგებით დაიწყო ტურნირი ევროპის ჩემპიონმა, საფრანგეთმა. შამბერიში, 4400 მაყურებლის თვალწინ მათ გაანადგურეს ჩეხეთი – 41:25. 7 გოლი გაიტანა გიიომ ჟოლიმ, 6 – ნიკოლა კარაბატიჩმა. ჩეხებს აკლდათ ტრავმირებული ლიდერი, ფილიპ იხა.

მეხუთე ჯგუფში უნგრეთმა შინ მძიმე თამაში მოუგო პორტუგალიას – 31:30. პორტუგალია დასრულებამდე 13 წუთით ადრე 27:24 იგებდა და მხოლოდ ბოლო წუთზე, გაბორ ჩასარის გატანილმა გოლმა გადაარჩინა უნგრელთა ახალი მწვრთნელი, ყოფილი ესპანელი ვარსკვლავი ტალანტ დუშებაევი სირცხვილს. ამავე ჯგუფში, რუსეთისა და უკრაინის მატჩი, ორ ქვეყანას შორის შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის გამო არა ოქტომბერში, არამედ აპრილშია დანიშნული.

ამ უქმეებზე ორივე ტურნირზე მეორე ტურია. შეჯიბრებები დასრულდება 2015 წლის ივნისში, ხოლო ივლისში გაიმართება ევრო 2016-ის ფინალური ტურნირისა და ევრო 2018-ის პლეიოფის წილისყრა.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

საბერძნეთი – კვიპროსი 27:25. 2 ნოე: კვიპროსი – საბერძნეთი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

ესტონეთი – საქართველო 28:26. 2 ნოე: საქართველო – ესტონეთი

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

რუმინეთი – კოსოვო 36:24. 1 ნოე: კოსოვო – რუმინეთი

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი ეტაპი

1 ჯგუფი. ნორვეგია – თურქეთი 36:27, ხორვატია – ჰოლანდია 35:24

2 ნოე: ჰოლანდია – ნორვეგია, თურქეთი – ხორვატია

2 ჯგუფი. ბელარუსი – ბოსნია 25:25, დანია – ლიტვა 31:21

2 ნოე: ლიტვა – ბელარუსი, ბოსნია – დანია

3 ჯგუფი. სლოვენია – სლოვაკეთი 31:25, შვედეთი – ლატვია 33:23

1 ნოე: ლატვია – სლოვენია, სლოვაკეთი – შვედეთი

4 ჯგუფი. ისლანდია – ისრაელი 36:19, სერბეთი – მონტენეგრო 25:21

2 ნოე: მონტენეგრო – ისლანდია, ისრაელი – სერბეთი

5 ჯგუფი. უნგრეთი – პორტუგალია 31:30 (რუსეთი-უკრაინა – 28 აპრილს)

2 ნოე: პორტუგალია – რუსეთი, უკრაინა – უნგრეთი

6 ჯგუფი. მაკედონია – შვეიცარია 27:20, საფრანგეთი – ჩეხეთი 41:25

2 ნოე: ჩეხეთი – მაკედონია, შვეიცარია – საფრანგეთი

7 ჯგუფი. გერმანია – ფინეთი 30:18, ესპანეთი – ავსტრია 27:16

1 ნოე: ფინეთი – ესპანეთი. 2 ნოე: ავსტრია – გერმანია

ფოტო: მაკედონია-შვეიცარია

Leave a Reply