ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი დაიშალა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ტური მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 8 ქულით, სულ 3 გუნდია – მაკედონიის ვარდარი, საფრანგეთის პსჟ და უნგრეთის სეგედი. დაიწყო ქალთა ტურნირიც.

მიმოხილვა. კაცები, 4 ტური: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-4/1342767

ქალები, 1 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-1/1342857

ვარდარმა 29-27 დაამარცხა გერმანიის რაინ ნეკარი, პარი სენ ჟერმენმა 35-34 მოუგო ნანტს, ხოლო სეგედმა 33-24 მუგო სლოვენიის ცელიეს. წინა სეზონის ჩემპიონმა მონპელიემ კი ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, ამჯერად – ბარსელონაში, 27-35.

ქალთა გუნდებში კი ახალი სეზონის სერიოზული გადანაცვლებებია. სერიოზულად გაძლიერდა 2018 წლის ჩემპიონი, უნგრეთის დიორი, ვინც დაიმატა ფრანგი მეკარე ამანდენ ლენო და ვერონიკა კრისტიანენის ტრანსფერის შემდეგ შემადგენლობაში ჰყავს ნორვეგიის ნაკრების მთელი უკანა ხაზი – კრისტიანსენი-ოფტედალი-მორკი. ნორა მორკმა, რომელმაც წინა სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო არ უთამაშია, პირველი მატჩი გამოტოვა. დიორმა 39-23 გაანადგურა სლოვენიის კრიმ მერკატორი.

დიორის მთავარი მეტოქე, როგორც ჩანს იქნება CSM ბუკურეშტი, რომელმაც ფრანგულ ბრესტ-ბრეტონში გაუშვა ლიდერი, შვედი ბელა გულდენი, მაგრამ რამდენიმე სერიოზული ხელბურთელიც დაიმატა სკოპიეს ვარდარიდან.  

ბოლო ორი სეზონის ფინალისტი, ვარდარი, ფაქტობრივად დაიშალა და მხოლოდ მაკედონიის ჩემპიონატში გამოდის. შესაბამისად, გუნდის ყველა ვარსკვლავი სხვადასხვა კლუბებში გადავიდა: ლენო – დიორში, ანდრეა ლეკიჩი, დრაგანა ცვიიჩი და იოვანკა რადიჩევიჩი – ბუქარესტში.    

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 4 ტური, 3-7 ოქტომბერი

A: ვარდარი 8, ბარსა 6, კელცე 6, რაინ-ნეკარი 4, მეშკოვი 4, ვესპრემი 4, მონპელიე 0, კრისტიანსტადი 0

კელცე (პოლ) – კრისტიანსტადი (შვდ) 33-31

მორიტო 7, იურეცკი 5, ცინდრიჩი 4 – გუნდმუნდონი 7

ბარსა (ესპ) – მონპელიე (საფ) 35-27

მორტენსენი 7, ფაბრეგასი 6, ნგესანი 4 – ვილმინო 6, კავტიჩნიკი 5

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ვესპრემი (უნგ) 28-29

ჯუკიჩი 5 – შტრლეკი 6, ილიჩი, ა. ნილსონი 5

ვარდარი (მკდ)- რაინ-ნეკარი (გერ) 27-25

დიბიროვი 8 – პეტერსონი 7, სიგურდსონი 6

B: პსჟ 8, სეგედი 8, სკიერნი 5, ფლენზბურგი 4, ზაგრები 3, ნანტი 2, ცელიე 2, ზაპოროჟიე 0

ფლენზბურგი (გერ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 31-24

როდი 7, გოტფრიდსონი 5, იონდალი, სვანი 4 – პაჩკოვსკი 6

სეგედი (უნგ) – ცელიე (სლნ) 33-24

ბანჰიდი, მაკედა 5, კანელასი, კალმანი, შოშტარიჩი 4 – მალუში 5

პარი სენ ჟერმენი (საფ) – ნანტი (საფ) 35-34

ლ. კარაბატიჩი, რემილი 7, ნ. კარაბატიჩი, ჰანსენი 5 – კლერი, ლაზაროვი, რივერა 6

სკიერნი (დან) – ზაგრები (ხორ) 31-31

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C: სილკებორგი 6, სპორტინგი 6, პრეშოვი 6, ბეშიქთაში 4, ჩეხოვი 2, მეტალურგი 0

ბეშიქთაში (თურ) – სპორტინგი (პორ) 27-33

ტატრან-პრეოვი (სლკ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 27-28

სილკებორგი (დან) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 33-25

D: ვისლა 6, დინამო 6, ლეონი 5, ელვერუმი 4, კოქსი 2, თიუნი 1

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 31-32

იუნი (შვც) – ელვერუმი (ნორ) 29-30

ლეონი (ესპ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 27-24

C, D: ორ-ორი საუკეთესო ერთმანეთს შეხვდება მერვედფინალში გასასვლელად (C1-D2, D1-C2)

5 ტური 10-14 ოქტომბერს

ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 5-7 ოქტომბერი

A ჯგუფი

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ოდენსე (დან) 31-28

იაუკოვიჩი 8, ლასლო 7, ბულატოვიჩი, რაიჩევიჩი 4 – ს. იორგენსენი 8

მეცი (საფ) – ლარვიკი (ნორ) 31-20

მობონი 6, ო. კანორი 5 – ჰიერტნერი 8

B ჯგუფი

როსტოვ-დონი (რუს) – სევეჰოფი (შვდ) 31-20

ვიახირევა 7, აბინგჰი 4 – ეკენმენი 5, ი. ალმი 4

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ოდენსე (დან) 31-28

კობენჰავნი (დან) – ბრესტ ბრეტონი (საფ) 32-28

ე. ალმი 7, ბონტი, დორნოვი, თ. მორკი 4 – გროსი, პოპ-ლაზიჩი 9

C ჯგუფი

დიორი (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 39-23

ამორიმი 7, ხროტი, ჰანსენი 6, ბრატსეტი, ოფტედალი 5 – მავშარი 5  

ტიურინგერი (გერ) – პოდრავკა (ხორ) 26-28

D ჯგუფი

CSM ბუკურეშტი (რუმ) – ფერენცვაროში  (უნგ) 36-31

ნიაგუ 9, მეჰმედოვიჩი 8, კურტოვიჩი, ლეკიჩი 6 – ჰაფრა 6, კოვაჩიჩი 5

კრისტიანსანდი (ნორ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 27-27

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

2 ტური 12-14 ოქტომბერს

Leave a Reply