ნახევარფინალის წყვილები გაირკვა
ხელბურთის უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 55-38 დაამარცხეს სპორტის უნივერსიტეტი. ქუთაისმა მოუგო გორს 67-24, თელავის იმედმა – სამტრედიას 33-28, პეგასმა – წყალტუბოს, 40-24. ნახევარფინალური წყვილები უკვე გაირკვა: 22 მაისს ითამაშებენ BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი, პეგასი-ქუთაისი. ფინალი 23 მაისსაა.
სპორტუნი – BSB ბათუმი 38–55
ოთხივე დღევანდელ მატჩში მოწინავე კვარტეტის გუნდს მეტოქე ქვედა ოთხეულიდან ჰყავდა და ძალები უთანაბრო იყო. ბათუმმა პირველი ტაიმი 17 ბურთით, 31-14 მოუგო სპორტუნს, მეორე ნახევარი კი ფრედ, 24-24 დასრულდა. ჯამში 55-38, ხოლო ორივე გუნდის მთავარი ბომბარდირების მონაგარი ორნიშნა რიცხვებით გამოისახა: ბათუმში 16 გოლი გაიტანა მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ტიელიძემ, ხოლო სპორტუნის გამთამაშებლის, მეთოდე ჭელიძის ანგარიშზე 13 ბურთია.
ქუთაისი – გორი 67-24
გორმა მთელი ენერგია სამტრედიასთან გუშინდელ მოგებას შეალია, უძლიერესი შემადგენლობაც ვერ შეკრიბა და ამ ჩემპიონატისთვის სარეკორდო, 67 გოლიც გაუშვა ქუთაისისგან – 24-67. გამარჯვებულთაგან 12-12 გოლი გაიტანეს მარცხენა გარემარბმა ჯემალ იმნაძემ და მარჯვენა ინსაიდმა ლუკა ბულბულაშვილმა. ქუთაისელებს ხვალ პრინციპული მატჩი აქვთ პეგასთან, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ვინ დაასრულებს სამწრიან ტურნირს მეორე ადგილზე.
სამტრედია – იმედი-სტუ თელავი 28-33
ყველაზე დაძაბული ბრძოლა ამ მატჩში იყო. იმედი 17-11 დაწინაურდა 25-ე წუთისთვის, მაგრამ სამტრედიამ ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმში სამჯერ შეამცირა სხვაობა სამამდე – ბოლოს 55-ე წუთზე – 25-28. თელავის იმედში 14 გოლი გაიტანა დავით ყორიაულმა და მისმა გუნდმა საბოლოოდ 33-28 მოიგო, სამტრედიაში ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ ძნელაძე – 8 გოლი.
პეგასი – წყალტუბო 40-24
პეგასმა თავიდანვე მოისტუმრა საქმე და პირველი ტაიმი 23-8 მოიგო, რის შემდეგაც მწვრთნელებმა მეორე შემადგენლობას მისცეს თამაშის საშუალება. საბოლოოდ თბილისელებმა 40-24 მოიგეს, 9 გოლი გაიტანა მარცხენა ინსაიდმა გიორგი კუხალაშვილმა, ხოლო წყალტუბოს პრომეთეში ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი ხელაძე, 10 გოლი.
ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში რეგულარული სეზონის ბოლო 4 მატჩია. ქუთაისი და პეგასი ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ დაასრულებს ტურნირს მეორე ადგილზე. გასარკვევია აგრეთვე მეშვიდე-მერვე ადგილების განაწილება წყალტუბოსა და სამტრედიის გუნდებს შორის.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე. 3 აპრილი
სტატისტიკა: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი
(მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება/უზუსტო პასი)
სპორტუნი – BSB ბათუმი 38–55
სპ: ხარაიშვილი 64/14/1, კუპატაძე 5/0 – ჭელიძე 22/13/2, ზურაბიანი 9/8/5, ჩაკვეტაძე 9/6/3, ერისთავი 10/4/2, თიგიშვილი 12/3/3, ცხვარაშვილი 8/3/3, ჩიკვილაძე 4/1, გურასპაული 2/0, დელიბაშვილი 1/0
ბათ: ხანდოლიშვილი 37/19/1, ვარშალომიძე 32/12, ტორონჯაძე – ტიელიძე 24/16/3, კოხრეიძე 8/8/2, გოგოლაძე 12/8/2, ტალახაძე 10/6/4, მჟავანაძე 7/6/1, აბრამიშვილი 8/5, სურმავა 7/3/2, თევზაძე 4/3, სტოლბოვი 3/0/2, წივწივაძე
მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)
ქუთაისი – გორი 67-24
ქუთ: გულეიშვილი 50/27/2, მაისურაძე 11/10 – ბულბულაშვილი 14/12/1, ჯ. იმნაძე 12/12, ხაჟომია 12/10, ლომიძე 7/7/1, მერკვილაძე 6/6/1, ჯუღელი 8/6/2, რუსტამოვი 7/5, კობახიძე 5/4/3, ლ. იმნაძე 3/3/1, ფერაძე 3/2, სტურუა
გორ: ბ. ნიაზაშვილი 71/4 – მჭედლიშვილი 21/9/4, ახალბედაშვილი 17/6/6, ზუბიაშვილი 18/4/5, ზოზიაშვილი 7/4, ბერუაშვილი 5/1, ხუბულური 3/0/2, ბეთლემიშვილი
მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)
სამტრედია – იმედი-სტუ თელავი 28-33
სამ: ფახურიძე 25/7/1, შველიძე 19/4 – ძნელაძე 16/8/5, ხომერიკი 11/5/5, დიდია 4/4/1, ქავზინაძე 4/4, ხელისუფალი 6/3/1, ადამია 4/2/2, ნადირაძე 4/2/2, თევზაძე 2/0/1, აფრიდონიძე 2/0/2
თელ: ცინცაძე 23/9/1, ხიდეშელი 20/6 – ყორიაული 23/14/1, კორსანტია 6/5/3, ბაინაზიშვილი 7/5/4, გოგალაძე 4/4/2, დანელიშვილი 4/3, გავაშელიშვილი 3/1/2, იობაშვილი 5/1, ბერაძე 0/0/2
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი
პეგასი – წყალტუბო 40-24
პეგ: დიხამინჯია 13/4, გორგოძიანი 8/5, დგებუაძე 14/2 – კუხალაშვილი 11/9/2, კოხრეიძე 6/6/1, ბაძაღუა 6/5/1, ჟვანია 8/4/1, კალანდაძე 4/3/1, გვაზავა 5/3/6, შუბითიძე 3/3/2, პატაშური 8/3/3, ზარნაძე 3/2/2, კობაძიძე 1/1, ჭანტურია 1/1
წყ: სილაგაძე 48/8/2 – ხელაძე 16/10/8, გველესიანი 8/6/5, ნ. ბაბუნაშვილი 5/4/3, კოვზირიძე 2/2/1, რ. ბაბუნაშვილი 1/1/3, ქაშიბაძე 2/1, დარსაველიძე 2/0/9, მუკბანიანი 1/0/2, აფხაძე 2/0
მსაჯები: გ. გველესიანი – თ. კევლიშვილი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი
3 აპრილის ტურის ვიდეო მიმოხილვა
3 აპრ. |
თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | ||||||||
BSB ბათუმი | 20 | 18 | 0 | 2 | 865-574 | 36 | ||||||||
პეგასი |
20 | 17 | 0 | 3 | 801-585 | 34 | ||||||||
ქუთაისი | 20 | 16 | 0 | 4 | 855-587 | 32 | ||||||||
იმედი სტუ | 20 | 13 | 0 | 7 | 694-598 | 26 | ||||||||
გორი | 20 | 7 | 0 | 13 | 701-887 | 14 | ||||||||
სპორტუნი | 20 | 4 | 1 | 15 | 657-866 | 9 | ||||||||
წყალტუბო | 20 | 2 | 1 | 17 | 493-751 | 5 | ||||||||
სამტრედია | 20 | 1 | 2 | 17 | 531-749 | 4 |
4 აპრილი
12:00 სამტრედია – სპორტუნი
14:00 ქუთაისი – პეგასი
16:00 წყალტუბო – გორი
18:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი
ფინალური ოთხეული. 22-23 მაისი