ქუთაისმა ბოლო 10 წუთში მოიგო

ხელბურთის  უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 36-24 მოუგო გორს, ხოლო ქუთაისმა 37-27 დაამარცხა პეგასი.

ორივე დღევანდელი გამარჯვებული საკმაო უპირატესობითაა პირველ-მეორე ადგილებზე. ბათუმელებს გორთან პრობლემები არ ჰქონიათ, ქუთაისმა კი 15-10 მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ უპირატესობა თითქმის გაფლანგა – დასრულებამდე 10 წუთით ადრე თბილისელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (24-25), თუმცა, ეს მათი ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ქუთაისის უპირატესობა სწრაფად გაიზარდა, 37-27.

ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშობენ: 15:00 გორი – ქუთაისი, 17:00 პეგასი – BSB ბათუმი რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 17 თებერვალი, ოლიმპიური სასახლე

გორი – BSB ბათუმი 24-36

გორ: გლუნჩაძე – ახალბედაშვილი 5, გაგლოშვილი 5, დალაქიშვილი 5, ჯაფიაშვილი 4, ზუბიაშვილი 3, ბერუაშვილი 1, ბეთლემიშვილი 1, ნიაზაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ანთიძე – აბრამიშვილი 7, ტიელიძე 6, გიორგაძე 6, სიმონია 4, გოგოლაძე 3, ლაპიაშვილი 3, მჟავანაძე 3, მიქავა 2, ბერძენიშვილი 2, ტალახაძე, სტოლბოვი, მსხვილიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

პეგასი – ქუთაისი 27-37

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – კუხალაშვილი 9, პატაშური 6, ჟვანია 5, ბაძაღუა 4, ჩეჩელაშვილი 2, მდივანი 1, კოხრეიძე, შუბითიძე, უთმელიძე, გ. არეშიძე, ა. არეშიძე

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე 1 – გამზარდია 10, ხაჟომია 7, რუსტამოვი 5, სტურუა 5, მერკვილაძე 2, სურმავა 2, ზარნაძე 2,  ფერაძე 1, ლომიძე 1, აბულაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, იმნაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

 17 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 11
10
0 1 429-292 20
 
  ქუთაისი 11
9
0 2 455-343 18
 
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 11     7     0     4     356-340     14    
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8  
  გორი 11 3 0 8 345-431 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0  

 

 

 

 

 

 

 

 

18 თებერვალი

15:00 გორი – ქუთაისი

17:00 პეგასი – BSB ბათუმი

Leave a Reply