ჩემპიონის მეთერთმეტე მოგება

საქართველოს ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ლიდერებმა. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 39-28 მოუგო პეგასს, ხოლო ქუთაისმა 63-42 დაამარცხა გორი. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს განახლდება.

 ბათუმელები პირველი ტაიმის შემდეგ 18-13 ლიდერობდნენ, მაგრაამ შესვენების შემდეგ, პეგასის მეკარის, ირაკლი დიხამინჯიას კარგი თამაშის წყალობით მისი გუნდი მეტოქეს წამოეწია: 18-19, 36-2 წუთი. დასრულებამდე 13 წუთით ადრე ანგარიში ჯერ კიდევ საბრძოლო იყო (23-27), თუმცა, საბოლოოდ ქვეყნის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და წლევანდელი ტურნირის ლიდერმა მეთერთმეტე მოგება ორნიშნა უპირატესობით დააფიქსირა: 39-28.

ქუთაისისა და გორის შეხვედრაში კი სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა: 63-42. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი  62-42 მორჩა.

ჩემპიონატი 25 და 26 თებერვალს გაგრძელდება ზესტაფონის სპორტის სასახლეში. იქ წყალტუბოს პრომეთე და სამტრედია წყვილად უმასპინძლებენ სტუ-იმედსა და სპორტის უნივერსიტეტს. მეორე წრე 11 მარტს დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 18 თებერვალი, ოლიმპიური სასახლე

გორი – ქუთაისი 42-63

გორ: გლუნჩაძე – გაგლოშვილი 13, დალაქიშვილი 12, ახალბედაშვილი 10, მჭედლიშვილი 4, ჯაფიაშვილი 2, ბერუაშვილი 1, ბეთლემიშვილი, ნიაზაშვილი

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – სურმავა 11, კობახიძე 7, ჯუღელი 7, ლომიძე 7, გამზარდია 6, იმნაძე 6, აბულაძე 5, რუსტამოვი 4, ზარნაძე 4, ფერაძე 4, მერკვილაძე 2, ხაჟომია, სტურუა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

პეგასი – BSB ბათუმი 28-39

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – პატაშური 8, კუხალაშვილი 7, ჟვანია 6, კოხრეიძე 4, ბაძაღუა 2, ჩეჩელაშვილი 1, მდივანი, შუბითიძე, გ. არეშიძე, ა. არეშიძე, კობახიძე

ბათ: ტორონჯაძე, ანთიძე – აბრამიშვილი 9, სიმონია 7, ლაპიაშვილი 6, გიორგაძე 5, გოგოლაძე 5, ტალახაძე 3, ტიელიძე 2, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი, მჟავანაძე, სტოლბოვი, მსხვილიძე

მსაჯები: გ. გველესიანი, თ. კევლიშვილი

 18 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0  

 

 

 

 

 

 

 

 

25 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 წყალტუბო – სპორტუნი

15:30 სამტრედია – იმედი-სტუ

26 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 სამტრედია – სპორტუნი

15:30 წყალტუბო – იმედი-სტუ

Leave a Reply