EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

სახელბურთო დებიუტი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში დაიწყო ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. დღეს თბილისის პეგასმა დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, 37-32, ხოლო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა მოუგო თელავის იმედს, 34-17. ხელვაჩაურის არენა ხელბურთისთვის ახალი სარბიელია. აქ პირველად გოგონათა ნაკრებმა გამართა სამდღიანი საწვრთნელი სესია, ახლა კი ოფიციალური შეჯიბრებაც იმართება. 

 

ხელვაჩაურში ოთხშაბათს ჩემპიონატის კიდევ ორი მატჩია, 3-4 მარტს კი თბილისში, სპორტკომპლექს არენაში დანარჩენი 4 გუნდი – სტუ, სამტრედია, ქუთაისი და ქარიშხალა გამართავს მერვე და მეცხრე ტურის შეხვედრებს. ამის შემდეგ, 19 აპრილამდე, ჩემპიონატში პაუზა იქნება და ამ პერიოდში საქმეში ნაკრები გუნდები ჩაებმებიან – გოგონათა ნაკრები 8-13 მარტს, თბილისში IHF/EHF მსოფლიო თასზე ითამაშებს, შემდეგ კი მონტენეგროში გაემგზავრება მსოფლიოს ოცწლამდელთ ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე. 8-10 აპრილს თბილისში მორიგი საერთშორისო ტურნირია – ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც კაცების ახალგაზრდული ნაკრები გამოვა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, ფოთელებმა პირველი ტაიმი 18-17 მოუგეს პეგასს, მაგრამ მეორეში თბილისელთა კლასმა და უფრო გრძელმა სკამმა გამარჯვება ფავორიტს მოიტანა. ბათუმის გუნდმა უპრობლემოდ მოუგო თელავის იმედს, რომელმაც ძალები ხვალინდელი, პრინციპული თამაშისთვის დაზოგა.

თელავის იმედი და ფოთის ოქროს ვერძი ოთხშაბათს ითამაშებენ ბოლო ადგილიდან თავისდასაღწევ მატჩში. მეშვიდე ტურში, 12 თებერვალს ამ გუნდების თმაში 26-26 დასრულდა და ორივე გუნდს თითო ქულა აქვს. არანაკლებ პრინციპულია შავი ზღვის ბიჭებისა და პეგასის თამაში. წინა ტურში პეგასმა 29-26 მოიგო, ამ მომენტისთვის კი ორივე გუნდს 8 მატჩიდან 6 მოგება აქვს და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

1 მარტი, ხელვაჩაური

ოქროს ვერძი ფოთი-პეგასი 32-37

ფოთ: ცერცვაძე – გამზარდია 11, ალანია 10, ბიბილეიშვილი 9 , ბაჯალაძე 2, ჟვანია, მიქაძე, ხუნჯუა, დაგარგულია, ნემსაია, შარტავა, კორსანტია

პეგ: ცინცაძე – ცხოვრებაძე 8, ბაძაღუა 7, დიხამინჯია 7, გოგავა 5, კოხრეიძე 4, ზარნაძე 2, აბჟანდაძე 2, ცხვარაშვილი 2, ლაპიაშვილი, კაჭკაჭაშვილი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – იმედი თელავი 34-17

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – მაისურაძე 7, წივწივაძე 7, სურმავა 5, წითელიშვილი 4, გოგალაძე 4, ქარდავა 3, კობახიძე 2, მაისაშვილი 1, ჭანტურია, ყაველაშვილი, აბრამიშვილი, ვინოგრადსკი

თელ: ლორია, ხარაიშვილი – ზ. იობაშვილი 5, ყორიაული 4, მელაშვილი 3, გოგუა 1, მიქავა 1, ბაინაზიშვილი 1, ნარსია 1, კარტოზია 1, მღებრიშვილი, ვალიევი, აბაშიძე, დოლმაზაშვილი, ცისკარიშვილი

მსაჯები:ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრაინა)

ტექნიკური დელეგატი: ლ. გელაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–7—6—0—1—251-221-12

პეგასი———8—6—0—2—267-262-12

BSB ბათუმი–8—6—0—2—266-212-12

სამტრედია—7—5—0—2—272-223-10

ქუთაისი——7—4—0—3—239-246–8

ქარიშხალა—-7—2—0—5—254-269–4

თელავი——-8—0—1—7—204-253–1

ფოთი———8—0—1—7—266-333–1

2 მარტი, ხელვაჩაური

13:00 ფოთი-იმედი 15:00 ბათუმი-პეგასი

3 მარტი, თბილისი, არენა

14:00 სტუ-სამტრედია 16:00 ქარიშხალა-ქუთაისი

4 მარტი, თბილისი, არენა

14:00 ქარიშხალა-სამტრედია 16:00 სტუ-ქუთაისი

მსაჯები:მიშჩუკი, როჟკოვი დელეგატები:თ. თევზაძე, ვ. ბერიაშვილი

Leave a Reply