პლეიოფის ყველა მონაწილე გაირკვა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში კაცთა ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა, პლეიოფში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. ქალთა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა. 

კაცების ბოლოსწინა ტურში მერვედფინალის საგზურები გაინაღდეს ზორვატიის ზაგრებმა, პოლონეთის პლოცკმა და საფრანგეთის მონპელიემ, რომელიც პირადი მატჩებით უსწრებს შვედურ კრისტიანსტადს და მისგან მიუწვდომელია.

გასარკვევია მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები, ანუ ის ორი გუნდი, ვინც პირდაპირ მეოთხედფინალში გავა. A ჯგუფში პირველობის კარგი შანსი დაკარგა გერმანიის ფლენზბურგმა, რომელიც შინ დამარცხდა უნგრეთის ვესპრემთან, 28-29 და 20 ქულით დარჩა. ფლენზბურგი ბოლო ტურში პარიზში ეთამაშება სენ-ჟერმენს, რომელიც 22 ქულით ლიდერია, და თუ დაამარცხა, პირველ ადგილზე ვეღარ გავა, რადგანაც ამ შემთხვევაში ვესპრემი გაუსწრებს. B ჯგუფში ბარსელონა ლიდერობს, თუმცა პირველობის თეორიული შანსი პოლონეთის კელცესაც დარჩა. ყველაფერი 5 მარტს გაირკვევა.

CდაDჯგუფების ოთხმა საუკეთესო გუნდმა კი პლეიოფი უკვე დაიწყო. პირველი მატჩების შემდეგ მერვედფინალში გასასვლელი უკეთესი შანსები აქვთ უკრაინის მოტორსა და ბელარუსის მეშკოვ-ბრესტს, რომლებმაც სტუმრად სასურველ შედეგს მიაღწიეს.

ქალთა ბოლო ტურში მეოთხედფინალისტთა წყვილები გაირკვა:ბუქარესტი-როსტოვი, ბაია მარე-ბუდუჩნოსტი, ვარდარი-ლარვიკი, ფერენცვაროში-დიორი. მეოთხედფინალი აპრილშია, მარტი კი ქალებისთვის სანაკრებო თვეა – განახლდება 206 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და, რაც მთვარია, გაირკვევა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბოლო 6 საგზურის მფლობელთა ვინაობა.

ქალები. მე-10 ტურის მიმოხილვა:http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-12

კაცები. მე-13 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-13

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა.2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 13 ტური. 24-28თებერვალი

გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

A ჯგუფი: პსჟ 22 –  ვესპრემი 21, ფლენზბურგი 20 ქ, კილი 15, ზაგრები 11, პლოცკი 8 – ცელიე 5, ბეშიქთაში 2

ბეშიქთაში (თურ)– კილი (გერ) 27-32

ჯუკიჩი 9, დიონე 7 –  ვუინი 6, იანიმაა 5

ფლენზბურგი (გერ) –ვესპრემი (უნგ) 28-29

ლაუგე 8, მოგენსენი, სვანი 5 – ნადი 9, მარგუცი 8

ვისლა პლოცკი (პოლ) –პსჟ (საფ) 22-27

დე ტოლედო, რაკოტეა 5 – ჰანსენი 8, ნ. კარაბატიჩი 7

ზაგრები (ხორ)– ცელიე (სლნ) 24-23

მანდალინიჩი 10 – მლაკარი 7, იანცი 6

B ჯგუფი: ბარსელონა 21 – კელცე 19, რაინ ნეკარი 17, ვარდარი 16, სეგედი 15, მონპელიე 7 – კრისტიანსტადი 5, კოლდინგი 4

კრისტიანსტადი (შვდ) –ბარსელონა (ესპ) 24-31

ტოლბრინგი 4 – ლაზაროვი 9, ენტრერიოსი, ჟალუზი 5

მონპელიე (საფ) –კელცე (პოლ) 27-32

ფაბრეგასი 5 – ჩუპიჩი 7, აგინაგალდე 6

პიკ სეგედი (უნგ) –ვარდარ სკოპიე (მკდ) 29-31

ბომბაჩი 7, ანჩინი 6 – მაკედა 8, დუიშებაევი 5

რაინნეკარ ლიოვენი (გერ) –კოლდინგი (დან) 24-20

სიგურმანსონი 7 – ლ. ანდერსონი, სპელერბერგი 5

ბოლო, 14ტური: 3-6 მარტი: კილი-ზაგრები, ვესპრემი-პლოცკი, ცელიე-ბეშიქთაში, პსჟ-ფლენზბურგი, ვარდარი-მონპელიე, ბარსელონა-რაინ ნეკარი, კოლდინგი-კრისტიანსტადი, კელცე-სეგედი

C, D ჯგუფები. მერვედფინალის პლეიოფი (საპასუხო მატჩები 5 მარტს)

ლარიოხა(ესპ)-მოტორზაპოროჟიე(უკრ) 30-31

როკასი 6 – პუხოვსკი 10

სკიერნი(დან)მეშკოვბრესტი(ბლრ) 31-31

რასმუსენი 10, მირჰოლი 7 – სტოიკოვიჩი 8

ხელბურთი. ქალთა ჩემპიონთა ლიგა. 2015-16.

მეორე ჯგუფური ეტაპი. 4-4 საუკეთესო გავიდა მეოთხედფინალში

ბოლო, მე-10 ტური. 26-28 თებერვალი

1 ჯგუფი:როსტოვი 19 ქულა, ლარვიკი 12, ფერენცვაროში 12, ბაია მარე 10 – ფლური ლუარე 6, ტიურინგერი 1

ფერენცვაროში (უნგ) – ბაია მარე (რუმ) 21-18

პენია 7, სოლოში 5 – დუ ნასიმენტუ 8, პინო 5

ტიურინგერი (გერ) – როსტოვი (რუს) 28-32

ბუჩესკი 8 – ილინა 8

ფლური ლუარე (საფ) – ლარვიკი (ნორ) 28-31

კაბრალი 6, ნიომბლა, უეტი 5 – მორკი 10, სტანგე 8

2 ჯგუფი: ბუდუჩნოსტი 15, დიორი 15, ვარდარი 14, ბუქარესტი 9 – მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 2

სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ) 26-29

სანდი 6  – სოკაჩი 7, ლაზოვიჩი 5

ბუქარესტი (რუმ) – დიორი ეტო (უნგ) 22-24

გულდენი 8 , მანეა 6 – ლოკე, სულანდი 5

ბუდუჩნოსტი (მნტ) – მიდტიულანდი (დან) 27-21

ცვიიჩი 5 – ალმი 5

ბომბარდირები: მორკი,ლარვიკი – 83; პინო,ბაია მარე – 82; გულდენი,ბუქარესტი – 80

მეოთხედფინალი, 1-3/8-10 აპრილი: ბუქარესტი-როსტოვი, ბაია მარე-ბუდუჩნოსტი, ვარდარი-ლარვიკი, ფერენცვაროში-დიორი

Leave a Reply