სამტრედიამ ჩემპიონს მოუგო და ლიდერს დაეწია  

ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე, სენაკში, სამტრედიამ 28-22 დაამარცხაა ქვეყნის ჩემპიონი ფოთის „ოქროს ვერძი“ და 6 ქულით თბილისის ქარიშხალასთან ერთად ლიდერობს. აჭარამ 28-8 მოუგო წყალტუბოს. ჩემპიონატი 14 ნოემბერს განახლდება. 

სამტრედია თავიდანვე 3-0 დაწინაურდა და ამ უპირატეობას ინარჩუნებდა იქამდე, სანამ ფოთელები პერსონალურად არ აიყვანდნენ მეტოქის გამთამაშებელს, ბურკაძეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ტაიმი „ოქროს ვერძმა“ მოიგო, 15-14.

პირველ ნახევარში ფოთის კაპიტანმა, გოგიამ 10 გოლი გაიტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ სამტრედიამ სწრაფადვე დაიბრუნა ლიდერობა. ბურკაძეს კარგად შეეშველნენ თანაგუნდელები – ჩოგოვაძე, ჩხაიძე, ცირეკიძე, ესაკია და მეკარე კოპალეიშვილი. მათი უპირატესობა მუდმივად იზრდებოდა და საბოლოოდ 6 ბურთამდე ავიდა 28-22.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 1 ნოემბერი, სენაკი

ფოთი – სამტრედია 22-28

ფოთ: ჯავახია (გრიგოლია, ფიფია, კარბაია) – გოგია 15, ბჟალავა 3, შონია 2, კობახია 2, ნ. რურუა, სურგულაძე, კუპრიევა, ბაირამიდი, გოგუა, დარჩია, ხურცილავა

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 8, ესაკია 6, ჩოგოვაძე 5, ჩხაიძე 4, ცირეკიძე 4, ჩალიშკანი 1, ტყეშელაშვილი, ხუჭუა, კაპატაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – შ. სტურუა

აჭარა – წყალტუბო 28-8

აჭ: ქარჩავა 2, გორგოშაძე – კომახიძე 7, დვალიშვილი 7, გაგნიძე 5, ცივნარიძე 3, კოჩალიძე 2, ქამაშიძე 2, აიოზბა

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – კეკუტია 4, ხეცურიანი 2, კიკნაძე 1, სილაგაძე 1, ბენდელიანი, კოხრეიძე, კოვზირიძე

მსაჯები: თ. ბჟალავა – ი. ჭკუასელი

 1 ნოემ.
                სხვ        
  სამტრედია 3 3 0 0 79-57
6
  ქარიშხალა 3     3     0     0     95-84     6    
  ყვარელი 3     2     0     1     109-83     4    
  აჭარა
3 1 1 1 60-46 3
  ფოთი 3 1 1 1 59-52 3
  მამული 3     1     0     2     83-95     2    
  პეგასი 3     0     0     3     72-79     0    
  წყალტუბო 3 0 0 3 35-78 0

 

 

 

 

 

 

 

 

14 ნოემბერი პეგასი – ფოთი, ქარიშხალა – წყალტუბო
15 ნოემბერი მამული – სამტრედია, ყვარელი – აჭარა

Leave a Reply