ქართული დერბი ფრედ დასრულდა

მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერთა მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ხელბურთელი თამაშობდა, ფრედ, 29-29 ითამაშეს სკოპიეს მეტალურგმა და ოჰრიდმა, რევაზ ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა.  

მეტალურგში ჭანტურიას მხარდამხარ თამაშობდა ირაკლი კბილაშვილი, ხოლო მათ წინააღმდეგ  – ლექსო წითელიშვილი. მეტალურგი 20 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო ოჰრიდი 19 ქულით – მეორეზე.

ჭანტურიასთან ერთად მასპინძელ გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ მაკედონიის ნაკრების წევრები – პოპოვსკი (5 გოლი) და ტანკოსკი (4). სულ, 8 ტურის შემდეგ, ჭანტურიას ანგარიშზე 27 გოლია, კბილაშვილის 16,  წითელიშვილის – 14.

ხელბურთიმაკედონიასუპერლიგა. 8 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. მეტალურგი 20, 2. ოჰრიდი 19, 3. ბუტელ სკოპიე 18, 4. პროლეტ სკოპიე 17 – რადოვიში 15, 6. ვარდარ-ჯუნიორი 9, 7. პელისტერი 8, 8. მეტალურგი-2 4, 9. რაბოტნიჩკი 4, 10. სტრუგა 1 (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)

Leave a Reply