gnhf-rrr

პირველი ფრე და ლიდერის პირველი წაგება

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე ცხრა მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა შარშანდელი ჩემპიონი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“. ლიდერს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოუგო მასპინძელთა გუნდმა – 34-29.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ბათუმმა 34-31 მოიგო. ქუთაისმა წინადღით ძლივს, ერთი ბურთით დაამარცხა წყალტუბო და ფავორიტად ჩემპიონი ითვლებოდა, თუმცა, მასპინძლები თავიდან ბოლომდე ლიდერობდნენ: ტაიმი 16-13 მოიგეს, დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე ჯერ კიდევ ბრძოლა იყო (25-23), მაგრამ დაბოლოება ქუთაისმა უკეთ ჩაატარა. გამარჯვებულთაგან 10-10 გოლი გაიტანეს სტურუამ და რუსტამოვმა, ხოლო მოგებაში არანაკლები წვლილი შეიტანა მეკარე კორნელი ანდრიაძემ. ქუთაისი ამ მოგებით 2 ქულამდე დაუახლოვდა ლიდერსს.

ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=PqOXr_LZeW4

სამტრედიისა და წყალტუბოს მატჩში დაფიქსირდა ჩემპიონატის პირველი ფრე – 26-26, რის შემდეგაც სამტრედიამ მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო წყალტუბომ პირველი ქულა მოიპოვა.

აღმოსავლეთის ოთხეული – თელავის სტუ-იმედი, პეგასი, გორი და სპორტუნი მე-7-10 ტურის მატჩებს გამართავს თბილისში, 5-7 თებერვალს. სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე, 31 იანვარი

სამტრედია – წყალტუბო 26-26

სამ: შველიძე, ფახურიძე – ძნელაძე 11, დიდია 6, ხომერიკი 4, ხელისუფალი 2, ადამია 1, აფრიდონიძე 1, ქავზინაძე 1, თევზაძე, გაგუა, ნადირაძე, მანაგაძე, ხონელიძე

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 9, ჯიმშელეიშვილი 5, მეტონიძე 4, გველესიანი 4, დარსაველიძე 3, ბაბუნაშვილი 1, აფხაძე, ნიჟარაძე, მუკბანიანი, ქაშიბაძე, კახაია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

ქუთაისი – BSB ბათუმი 34-29

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – რუსტამოვი 10, სტურუა 10, ხაჟომია 4, გამზარდია 4, მერკვილაძე 3, ფერაძე 3, ბულბულაშვილი, ჯუღელი, კობახიძე, ჯ. იმნაძე, ლ. იმნაძე, ლომიძე

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე – გოგოლაძე 8, აბრამიშვილი 5, თევზაძე 4, ტალახაძე 4, სიმონია 4, კოხრეიძე 2, სურმავა 2, ბერძენიშვილი, წივწივაძე, ტიელიძე, მჟავანაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—10—9—0—1—432-275–18

ქუთაისი——-10—8—0—2—394-280–16

პეგასი———–7—5—0—2—298-201–10

იმედი-სტუ—–7—5—0—2—235-206–10

გორი————7—3—0—4—248-289—6

სპორტუნი——7—2—0—5—221-297—4

სამტრედია—-10—1—1—8—272-378—3

წყალტუბო—-10—0—1—9—237-411—1

აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

Leave a Reply