gnhf-rrr

პეგასმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა

დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი ხელბურთში. გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში, მეორე წრე გამართა აღმოსავლეთი ლიგის ხუთმა გუნდმა. რეგიონული ჩემპიონი გახრდა თბილისის პეგასი (მწვ. ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე), მეორე ადგილზე გავიდა გორი (გია მამაცაშვილი), მესამეზე – რუსთავი (თამაზ ხარაიძე).

 

პეგასმა რვავე თამაში მოიგო და რეგიონული ჩემპიონის ტიტული ამ ასაკში (2000-01 წლებში დაბადებულები) ზედიზედ მესამედ მოიპოვა.  დასავლეთის ჩემპიონი ერთი კვირის წინ წყალტუბოს გუნდი გახდა. დარჩენილია მეორე წრე კახეთის ლიგაში, სადაც 27-28 თებერვალს ითამაშებენ თელავის, ყვარლის, ლაგოდეხისა და ახაშნის გუნდები. ამის შემდეგ საუკეთესო კლუბები ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის დაიწყებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები. 2000-01  

აღმოსავლეთი. მეორე წრე, გლდანი. 24-26 თებერვალი

24 თებ. იმედი-ქარიშხალა 10-25, რუსთავი-პეგასი 17-34
პეგასი-იმედი 32-8, გორი-რუსთავი 23-20

25 თებერვალი. რუსთავი-იმედი 35-9, ქარიშხალა-გორი 25-31 
იმედი-გორი 9-21, პეგასი-ქარიშხალა 32-15

26 თებ. ქარიშხალა-რუსთავი 25-35, გორი-პეგასი  24-39

საბოლოო: პეგასი 16 ქულა, გორი 12, რუსთავი 8, ქარიშხალა 4, იმედი 0

მსაჯები: სტურუა, აბრამიშვილი, წივწივაძე, სამყურაშვილი

კახეთი. მეორე წრე. თელავი. 27-28 თებერვალი

ახაშენიყვარელი 23-13, ლაგოდეხითელავი 0-10, თელავიახაშენი 31-2, ყვარელილაგოდეხი 10-0, ახაშენილაგოდეხი 10-0, თელავიყვარელი 30-18

საბოლოო: თელავი 12 ქულა, ახაშენი 6, ლაგოდეხი 4, ყვარელი2

დასავლეთი, საბოლოო: წყალტუბო 20 ქულა, ფოთი 16, ბათუმი 12, სამტრედია 5, ქუთაისი 5, აჭარა 2

Leave a Reply