ქალებმა 8 საუკეთესო გუნდი გამოავლინეს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგებში ჯგუფური ტურნირი დასასრულს უახლოვდება. ქალებში ბოლო ტურის წინ ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა, ხოლო კაცებში დარჩენილია 2 ტური და თავისუფალია 3 საგზური. 

ქალთა ტურნირიზე ნორვეგიის ლარვიკმა მნიშვნელოვანი თამაში მოუგო უნგრეთის ფერენცვაროშს (37-31), და რუმინეთის ბაია მარესთან ერთად მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა. აქ ზედმეტი აღმოჩნდა საფრანგეთის ჩემპიონი ფლური ლუარე. მეორე ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში დანიის მიდტიულანდი შინ დამარცხდა რუმინეთის ბუქარესტთან, 23-28 და მეოთხედფინალში მეტოქე გაუშვა. პლეიოფის რვავე მონაწილე უკვე გამოვლინდა, ბოლო ტური კი საბოლოოდ დაალაგებს მეტოქეებს ცხრილში და გაარკვევს მეოთხედფინალის წყვილებს.

კაცებში სათამაშო კიდევ ორი ტურია და სამ მერვედფინალისტთან ერთად გამოსარკვევია ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულებისა, ვინც პირდაპირ მეოთხედფინალში გავა.  A ჯგუფში ამის შანსი დარჩა ფლენზბურგს (20 ქულა), პარი სენ ჟერმენსა (20) და ვესპრემს (19), ხოლო B ჯგუფში ლიდერობს ბარსელონა (19), მეორე ადგილზეა კელცე (17).

ქალები ჯგუფურ ეტაპს 28 თებერვალს დაასრულებენ, კაცები – 6 მარტს.

ქალები. მე-9 ტურის მიმოხილვა:http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-11

კაცები. მე-12 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-12

ხელბურთი. ქალთა ჩემპიონთა ლიგა. 2015-16.

მეორე ჯგუფური ეტაპი. 4-4 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში

მე-9ტური. 1921თებერვალი

1 ჯგუფი:როსტოვი 17 ქულა, ლარვიკი 10, ფერენცვაროში 10, ბაია მარე 10 – ფლური ლუარე 6, ტიურინგერი 1

ბაია მარე (რუმ)ტიურინგერი (გერ)38-27

დუ ნაშიმენტუ 9, პინო 7 – შმელცერი 6, ბუჩესკი 5

როსტოვი (რუს) – ფლური ლუარე (საფ) 38-21

ილინა 9, მანაგაროვა 7 – აგათე 5

ლარვიკი (ნორ) – ფერენცვაროში (უნგ) 37-31

მორკი 10, სტანგე 9 – პენია 7, სეკერჩეში 6

2 ჯგუფი:ბუდუჩნოსტი 13, დიორი 13, ვარდარი 12, ბუქარესტი 9 – მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 2

დიორი ეტო (უნგ) – სევეჰოფი (შვდ) 32-26

ალსტადი 6, ხროოტი 6 – ერიქსონი 7

მიდტიულანდი (დან) – ბუქარესტი (რუმ) 23-28

ს. იორგენსენი 7 – გულდენი 8, როდრიგეს ბელო 6

ვარდარი (მკდ)  – ბუდუჩნოსტი (მნტ)  26-24

ლაზოვიჩი 6, პენეზიჩი 5 – ბულატოვიჩი 6, კნეზევიჩი 5

9 ტური:26-28 თებერვალი

ჩემპიონთა ლიგა.2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 12 ტური. 1721თებერვალი

გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

A ჯგუფი: ფლენზბურგი 20 ქ – პსჟ 20,  ვესპრემი 19, კილი 13, ზაგრები 9, პლოცკი 8 – ცელიე 5, ბეშიქთაში 2

კილი (გერ)ვისლა პლოცკი (პოლ)26-24

დუვნიაკი 10, ვუინი 7 – როშა 7, რაკოტეა 6

პსჟ (საფ)ბეშიქთაში (თურ) 40-28

ჰანსენი 10, ნ. კარაბატიჩი 7, აბალო 5 – ჯუკიჩი 11

ცელიე (სლნფლენზბურგი (გერ)26-30

იანცი 7, მლაკარი 5 – სვანი 8, გლანდორფი, მოგენსენი  6

ვესპრემი (უნგ)ზაგრები (ხორ)27-25

სლიშკოვიჩი 7, ილიჩი, ნადი 6 – ჰორვატი 4

B ჯგუფი: ბარსელონა 19 – კელცე 17, რაინ ნეკარი 15, სეგედი 15, ვარდარი 14, მონპელიე 7 – კრისტიანსტადი 5, კოლდინგი 4

კელცე (პოლ)რაინნეკარ ლიოვენი (გერ)28-27

ბუნტიჩი, ჩუპიჩი 5 – მენსა 6, პეტერსონი 5

ვარდარ სკოპიე (მკდ)კრისტიანსტადი (შვდ)38-36

ჯინდრიჩი 8, გორბოკი 7 – ბიორნსენი, ჯამალი 7

კოლდინგი (დან)მონპელიე (საფ)27-26

იგროპულო, ლენი 6 – ტოუმი 7

ბარსელონა (ესპ)პიკ სეგედი (უნგ)30-25

ჟალუზი, ლაზაროვი 6, სიგურდსონი 5 – ბომბაჩი 6

13ტური: 24-28 თებერვალი

C, D ჯგუფები. მერვედფინალში გასასვლელი რაუნდი

27.02, 05.03 ლა რიოხა (ესპ)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

28.02. 05.03 სკიერნი (დან) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ)

Leave a Reply