ukr

ნაკრები მონტენეგროში მიემგზავრება  

ხვალ დილით მონტენეგროში, ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხელბურთში. შეჯიბრება 20-29 ივლისს გაიმართება ქვეყნის დედაქალაქ პოდგორიცაში.

ქვეჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი და ლატვია. ჩვენი 20-წლამდელთა გუნდი თითქმის სამი თვე ემზადებოდა შეჯიბრებისთვის: ითამაშა თბილისისა და ბაქოს საერთაშორისო ტურნირებში, ხოლო ახლახან კიდევ სამი საკონტროლო მატჩი გამართა ისრაელის ახალგაზრდულ და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებთან. გუნდის უფროსი მწვრთნელია გიორგი გვაზავა, სამწვრთნელო სტაფში კი არიან გიორგი ხელისუფალი და მერაბ მეტრეველი. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე  მიემგზავრება სრული, 16-კაციანი გუნდით, რომელშიც წარმომადგენლობა აქვს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა, რვავე კლუბს. 

ამ ასაკის, 1998 და გვიან დაბადებულთა ნაკრები ამ შეჯიბრებით ასრულებს ასაკობრივი ჩემპიონატების სრულ ციკლს, რომელიც 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალით დაიწყო, ხოლო გაგრძელდა 2016 წლის ევროპისა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატებით. სამივე ეს შეჯიბრება საქართველოში გაიმართა და გუნდის ძირითადი ბირთვი საკმაოდ გამოცდილია, თუმცა, შემადგენლობაში არის უმცროსი ასაკის, 2000 წელს დაბადებულთა ნაკრების რამდენიმე ხელბურთელიც, რომელთაც 10-19 აგვისტოს თავისი ასაკის ევროპირველობა უკვე თბილისში აქვთ. 

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

20 ივლისი. მონტენეგრო-საქართველო, 21 ივლისი. საქართველო-სლოვაკეთი

23 ივლისი. ლატვია-საქართველო, 24 ივლისი. თურქეთი-საქართველო

28 ივლისი, ნახევარფინალი. 29 ივლისი, ფინალი

ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროში

GK: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა, 2000, 185), 16. გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი, 2000, 194), 12. იური სილაგაძე (წყალტუბო, 2001, 195) – LW: 2. ნიკოლოზ ძნელაძე (სამტრედია, 2001, 180), 7. ჯემალ იმნაძე (ქუთაისი, 2001, 185) – LB: 14. ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი, 1998, 196), 20. ზურაბ გოგავა (პეგასი, 1998, 196) – CB: 17. დავით ყორიაული (იმედი თელავი, 1998, 199), 9. გიგა ბაინაზიშვილი (იმედი თელავი, 1998, 180) – RB, RW: 13. ლუკა ბულბულაშვილი (BSB ბათუმი, 1998, 189), 6. გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი, 1998, 182), 11დავით ნიაზაშვილი (გორი, 2000, 184), 10ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი, 185) – P: 8. გიორგი მიქავა (იმედი თელავი, 1998, 194), 3. გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი, 2000, 196), 4. ლევან კორსანტია (იმედი თელავი, 1999, 199)

გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ხელისუფალი (მწვრთნელი)

მერაბ მეტრეველი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

20 Euro, სლოვენიაში. 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი – B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი –  D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

Leave a Reply