ბათუმისა და თელავის მეტოქეები გაირკვა

2018-19 წლების სახელბურთო ევროტურნირებზე საქართველოდან 2 გუნდი ითამაშებს. EHF თასის პირველ წრეში საქართველო ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები კოსოვოს ბესა ფამგასს შეხვდება, ხოლო ჩელენჯ კაპზე თელავის იმედის მეტოქე იქნება ლუქსემბურგის დუდელანჟი.

წილისყრა 17 ივლისს გაიმართა ვენაში, ევროპის ხელბურის ფედერაციის ოფისში. ბათუმის და კოსოვოს ჩემპიონის სათამაშო თარიღებია 1/2 და 8/9 სექტემბერი, ხოლო თელავის იმედი დუდელანჟთან 6/7 და 13/14 ოქტომბერს ითამაშებს.

უკვე ცნობილია მეტოქეები მომდევნო რაუნდებშიც. ბათუმ-ბესა ფამგასის წყვილის გამარჯვებული 13/14 და 20-21 ოქტომბერს ეთამაშება ნორვეგიის დრამენს, ხოლო თელავ/დუდელანჟს შორის უძლიერესი – სანკტ-პეტერბურგის ნევას (რუსეთი), 17/18 და 24-25 ნოემბერს. 

Leave a Reply