ukr

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვეძლევა  

კოსოვოში გაემგზავრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხელბურთში. ამ ქვეყნის დედაქალაქში 23-28 ოქტომბერს იმართება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის ტრადიციული შეჯიბრება, IHF ტროფი, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპიცაა. 

IHF ტროფის ევროპული ზონის შეჯიბრება ბოლო წლებში ორჯერ გაიმართა საქართველოში: 2016 წელს თბილისში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში, ქუთაისში, კაცთა ახალგაზრდული გუნდი მესამე იყო. ამჯერად ტურნირის მნიშვნელობას ამძაფრებს ის, რომ ტროფიდან შესაძლებელი ხდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

პრიშტინაში, 20-წლამდელთა ააკობრივ კატეგორიაში შეიკრიბა 6 გუნდი: კოსოვო, მოლდოვა, ბრიტანეთი, საქართველო, მალტა და ირლანდია. წრიული ტურნირის გამარჯვებული გადის ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც 2019 წლის პირელ ნახევარში გაიმართება. ითამაშებს 5 რეგიონული შეჯიბრების (ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ოკეანეთი) გამარჯვებული, ინტერკონტინეტალური ფინალის ჩემპიონი კი მიიღებს 2019 წლის ახალგაზრდული, 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში იმართება ესპანეთში.

კოსოვოში იმავე დროს, 23-28 ოქტომბერს იმართება მეორე ტურნირიც – IHF ტროფი 18-წლამდელებში. აქ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ თამაშდება და სულ 4 მონაწილე შეგროვდა – კოსოვო, მოლდოვა, ბრიტანეთი და ალბანეთი.

ამ თაობის, 1998 წელში დაბადებულთა საქართვლოს ნაკრებს უკვე უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე – 2017 წლის აგვიტოში, 19-წლამდელთა ტურნირზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. შესაბამისად, გუნდს მეორედ ეძლევა უმაღლესი რანგის საკობრივ ტურნირზე თამაშის შანსი.

გუნდის მთავარი მწვრთნელია გიორგი გვაზავა, მისი ასისტენტი – სერგო დათუკაშვილი. ამ დუეტთან ერთად გუნდს ამზადებდა ჩვენი ძველი ნაცნობი, სერბი ჯორჯე რაშიჩი, რომელიც 2013-14 სეზონში საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი იყო და გუნდს სამივე საშინაო მატჩი მოაგებინა – ფინეთთან, თურქეთთან და ლიტვასთან. რაშიჩი დაესწრო საქართველოს თასის გათამაშების მატჩებს, ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, მონაწილეობდა ნაკრების კანდიდატთა საწვრთნელ პროცესში და პრიშტინაშიც ნაკრებთან ერთად იქნება.

რა შეეხება შემადგენლობას, გუნდში არის 17-20 წლის 12 ხელბურთელი საქართველოს 7 კლუბიდან და ორიც ლეგიონერი: ერეკლე არსენაშვილი ბერძნული დიომიდის არგუსიდან და ირაკლი კბილაშვილი უკრაინის ქალაქ ოდესის კლუბიდან. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გვაკლია ორი ძლიერი ხელბურთელი: გიორგი ცხოვრებაძე (საფრანგეთის მონპელიე) და გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი).

პირველი მატჩი 23 ოქტომბერს გვაქვს მალტასთან, მეორე დღეს კი ბრიტანეთს ვეთამაშებით. ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 26 ოქტომბერს დანიშნულია კოსოვო-საქართველოს მატჩი, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ბოლო ორ დღეს ჩვენი ნაკრები შეხვდება მოლდოვასა და ირლანდიას.

ხელბურთი. IHF ტროფი. ევროპა. პრიშტინა, კოსოვო, 23-28 ოქტ, 2018

ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები

წრიული ტურნირი

23 ოქტ. 16:00 მოლდოვა-ირლანდია, 18:00 მალტა-საქართველო, 20:00 ბრიტანეთი-კოსოვო

24 ოქტ. 16:00 მოლდოვა-მალტა, 18:00 ბრიტანეთი-საქართველო, 20:00 ირლანდია-კოსოვო

26 ოქტ. 16:00 ირლანდია-მალტა, 18:00 ბრიტანეთი-მოლდოვა, 20:00 კოსოვო-საქართველო

27 ოქტ. 16:00 საქართველო-მოლდოვა, 18:00 ირლანდია-ბრიტანეთი, 20:00 მალტა-კოსოვო

28 ოქტ. 16:00 საქართველო-ირლანდია, 18:00 მალტა-ბრიტანეთი, 20:00 კოსოვო-მოლდოვა

გამარჯვებული გადის ინტერკონტინენტალურ ფინალში (გაზაფხული, 2019), რომლის მოგებულიც იღებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (ივლისი, 2019). მსაჯები: ჰერმანი/მადსენი, დან – ფედკე/ვინრიხი, გერ – მეტალარი/ნიკოლოვსკი, მკდ – პიკარი/ვოშეზი, საფ – სატლერი/პუკშიჩი, სლნ, ხრზანი/იანასი, პოლ – დელეგატები: სოდალი, ნორ – მოურე, ესპ – ბირხი, დან – ტუმა, ჩეხ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

GK: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (1998, BSB ბათუმი) 12. იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

უკანა ხაზი: 17. დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი) 30. ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი) 15. ირაკლი კბილაშვილი (1998, ოდესა, უკრ), 4. მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი თელავი), 22. გიგა ზარნაძე (1999, პეგასი) 18. გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი) 

LW: 2. ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია) 9. ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი)

RW: 6. გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი) 7. დავით ნიაზაშვილი (2000, გორი)

P: 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, დიომიდის არგუს, საბ) 5. მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა (1978), სერგო დათუკაშვილი (1978), ჯორჯე რაშიჩი (1958, სრბ), ექიმი: ჯუბერ ყარყარაშვილი (1990)

Leave a Reply