ნაკრებმა მალტასთან მოგებით დაიწყო  

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია. პირველ მატჩში დავამარცხეთ მალტა, 32-16. 

პირველ ტაიმში საქართველოსს თავიდანვე 4-0 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ მეტოქე წამოგვეწია – 5-3. ვიდრე თამაში დალაგდებოდა, პირველ ნახევარში, ჩვენებმა 14 ბურთი დაკარგეს შეტევაში და მხოლოდ 16-10 მოიგეს, თუმცა, შესვენების შემდეგ შეცდომებმა მკვეთრად იკლო, მალტის გუნდმმა სულ 6 გოლის გატანა მოახერხა, სხვაობამ ზრდა იწყო, მწვრთნელებმა კი ყველა მოთამაშეს თანაბრად მისცეს თამაშის საშუალება და დაცვის 5-1  განლაგებაც გამოსცადეს – პირველი მატჩი მხოლოდ ვარჯიში იყო უფრო სერიოზულ მეტოქეებთან – ბრიტანეთთან, კოსოვოსთან და მოლდოვასთან თამაშის წინ.

სანდრო ხანდოლიშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: – პირველი თამაშისთვის არაუშავდა, მეტოქემაც კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია, ჩვენ კი აუცილებლად გვწირდება თამაშის გაუმჯობესება, რადგანაც ამ ტურნირის მოსაგებად ვართ ჩამოსულები.

წრიული ტურნირის პირველ დღეს მოლდოვამ 37-21 დაამარცხა ირლანდია, ხოლო დღის ბოლო მატჩში თამაშობენ კოსოვო და ბრიტანეთი.  ხვალ, თბილისის დროით 18 საათზე ვეთამაშებით დიდი ბრიტანეთის ნაკრებს, 25 ოქტომბერს შესვენებაა, ხოლო მომდევნო 3 დღეში ჩვენი მეტოქეები იქნებიან კოსოვო, მოლდოვა და ირლანდია.

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი იქნება აქ: http://stream.itprishtina.com/pallatiirinis/u20/

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აუცილებელია ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის  ივლისში გაიმართება ესპანეთში.

ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018

ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები

წრიული ტურნირი

23 ოქტომბერი. მალტა-საქართველო 16-32

საქ: ხანდოლიშვილი, სილაგაძე – კბილაშვილი 9, ყორიაული 5, კუხალაშვილი 4, ჯ. იმნაძე 3, ზარნაძე 3, იობაშვილი 3, მერკვილაძე 2, გავაშელიშვილი 2, გველესიანი 1, არსენაშვილი, ნიაზაშვილი

მოლდოვა-ირლანდია 37-21, 20:00 ბრიტანეთი-კოსოვო

ყველა თამაშის სტრიმი: http://stream.itprishtina.com/pallatiirinis/u20/

24 ოქტ. 16:00 მოლდოვა-მალტა, 18:00 ბრიტანეთი-საქართველო, 20:00 ირლანდია-კოსოვო

26 ოქტ. 16:00 ირლანდია-მალტა, 18:00 ბრიტანეთი-მოლდოვა, 20:00 კოსოვო-საქართველო

27 ოქტ. 16:00 საქართველო-მოლდოვა, 18:00 ირლანდია-ბრიტანეთი, 20:00 მალტა-კოსოვო

28 ოქტ. 13:00 საქართველო-ირლანდია, 15:00 მალტა-ბრიტანეთი, 17:00 კოსოვო-მოლდოვა

გამარჯვებული გადის ინტერკონტინენტალურ ფინალში (გაზაფხული, 2019), რომლის მოგებულიც იღებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (ივლისი, 2019).

მსაჯები: ჰერმანი/მადსენი, დან – ფედკე/ვინრიხი, გერ – მეტალარი/ნიკოლოვსკი, მკდ – პიკარი/ვოშეზი, საფ – სატლერი/პუკშიჩი, სლნ, ხრზანი/იანასი, პოლ – დელეგატები: სოდალი, ნორ – მოურე, ესპ – ბირხი, დან – ტუმა, ჩეხ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

GK: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (1998, BSB ბათუმი) 12. იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

უკანა ხაზი: 17. დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი) 30. ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი) 15. ირაკლი კბილაშვილი (1998, ოდესა, უკრ), 4. მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი თელავი), 22. გიგა ზარნაძე (1999, პეგასი) 18. გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი) 

LW: 2. ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია) 9. ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი)

RW: 6. გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი) 7. დავით ნიაზაშვილი (2000, გორი)

P: 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, დიომიდის არგუს, საბ) 5. მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა (1978), სერგო დათუკაშვილი (1978), ჯორჯე რაშიჩი (1958, სრბ), ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)

Leave a Reply