gnhf-rrr

ლიგის ჩემპიონი უფრო გაძლიერდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. დაიწყო მეორე ჯგუფურიი ეტაპი, რომლის 6 ტურის შემდეგაც გამოვლინდებიან მეოთხედფინალისტები. კაცების ტურნირზე პირველი მატჩები 6 თებერვალს გაიმართება.  

ლიგის ბოლო 6 სეზონში ოთხი ტიტულის მფლობელმა, უნგრეთის დიორმა 36-27 დაამარცხა CSM ბუკურეშტი. სეზონის წინ ეს ორი გუნდი მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ბუქარესტელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გამოაკლდათ ქრისტინა ნიაგუ, ხოლო დიორი პაუზის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა – გუნდმა დაიმატა რუმინელი პივოტი, კრინა პინტეა, რომელმაც პირველივე მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მეორე ჯგუფს ლიდერობს მონტენეგროს ბუდუჩნოსტი. აქვე არიან საფრანგეთის მეცი, სადაც რამდენიმე ფრანგი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თამაშობს, ასევე როსტოვი – რუსი ოლიმპიური ჩემპიონების გუნდი. ამ სეზონში დიორის კონკურენტები ალბათ მათ შორის უნდა ვეძიოთ. 

ტურის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-7/1445989

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-5 ტური, 26-27 იანვარი

A ჯგუფიბუდუჩნოსტი 8, მეცი 7, როსტოვი 7, კობენჰავნი 3 – ოდენსე 3, ბრესტ-ბრეტონი 2

ოდენსე (დან) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 28-24

ს. იორგენსენი 6 – გროსი 7, სტოილიკოვიჩი 6

მეცი (საფ) – როსტოვი (რუს) 29-25

ზაადი 7, შმიტსი 6, ფლიპი 5 – აბინგჰი 7, მაკეევა, ვიახირევა 5

ბუდუჩნოსტი (მნტ) – კობენჰავნი (დან) 29-27

რაიჩევიჩი 8 – მ. ნილსენი 8

B ჯგუფი: დიორი 10, კრისტიანსანდი 6, ბუკურეშტი 6, ფერენცვაროში 4 – კრიმი 3, ტიურინგერი 1

კრიმ მერკატორი (სლნ) – კრისტიანსანდი (ნორ) 24-25

მავშარი, პერედერიი 5 – არნცენი, რაისტადი, ვაადე 5

დიორი (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 36-27

პინტეა 9, ხროტი 5 – ლეკიჩი 8,  რადიჩევიჩი 6

ტიურინგერი (გერ) – ფერენცვაროში (ინგ) 32-35

ჰუბერი 9, შმელცერი 7 – პენია 14

მე-6 ტური: 2-4 თებერვალი

მეოთხედფინალში გადის 4-4 საუკეთესო

Leave a Reply