იმედი მესამეა, სპორტუნი – მეხუთე  

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში სტუ-იმედმა 30-19 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, სპორტის უნივერსიტეტმა 40-28 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატი 3 მარტს გაგრძელდება თბილისში.

 სტუ-იმედი, მოგების შემდეგ 2 ქულამდე დაუახლოვდა მეორე ადგლზე მყოფ ქუთაისს და 4 ქულით გაასწრო მეხუთეზე მყოფ პეგასს, თუმცა, იმედს ჯერ კიდევ სათამაშო აქვს მეორე წრის მატჩები ლიდერებთან, ბათუმთან და ქუთაისთან, მაშინ როდესაც პეგასი დარჩენილ 2 ტურში სამტრედიასა და წყალტუბოს ხვდება.

სპორტის უნივერსიტეტმა დამაჯერებლად მოუგო სამტრედიას: 40-28, დააგროვა 8 ქულა, გაასწრო გორს, დაეწია დღევადელ მეტოქეს და უკეთესი პირადი ბალანსით (34-36, 40-28), მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მეორე წრის ბოლომდე გუნდებს დარჩენილი აქვთ 2-2 მატჩი. 3-4 მარტს იმედი-სტუ და სპორტუნი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებენ ბათუმსა და ქუთაისს, ხოლო 10-11 მარტს წყალტუბო და სამტრედია ზესტაფონში ეთამაშებიან პეგასსა და გორს. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 26 თებერვალი, ზესტაფონი

სამტრედია – სპორტუნი 28-40

სამ: ფახურიძე, ხონელიძე, დუნდუა – ძნელაძე 7, ხომერიკი 5, ადამია 5, ქავზინაძე 4, აფრიდონიძე 2, ჟვანია 2, თევზაძე 1, ნადირაძე 1, კიკაბიძე 1, ხელისუფალი

სპ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 18, იმნაძე 9, იობაშვილი 7, ჩაკვეტაძე 2, ზურაბიანი 2, ჩიკვილაძე 1, დელიბაშვილი 1

მსაჯები: გ. გველესიანი, თ. ბჟალავა

წყალტუბო – იმედი-სტუ 19-30

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 11, გველესიანი 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი 1, ფანცხავა 1, კოვზირიძე 1, მუკბანიანი, გოდოლაძე

იმ: ცინცაძე – გოგალაძე 9, ყორიაული 7, ალანია 5, ერისთავი 3, ჭელიძე 3, აბჟანდაძე 2, დოლმაზაშვილი 1,  გავაშელიშვილი, თიგიშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა

 26 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 12 9 0 3 376-298 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 12     4     0     8     379-427     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 

 

 

 

 

 

 

 

3 მარტი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – BSB  ბათუმი

იმედი-სტუ – ქუთაისი

4 მარტი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – ქუთაისი

იმედი-სტუ – BSB  ბათუმი

10 მარტი, ზესტაფონი

წყალტუბო – გორი

სამტრედია – პეგასი

11 მარტი, ზესტაფონი

სამტრედია – გორი

წყალტუბო – პეგასი

Leave a Reply