სტუ-იმედის რევანში

ხელბურთის უმაღლესი ლიგაში სტუ-იმედმა 28-15 მოუგო სამტრედიას და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა. სპორტის უნივერსიტეტმა 31-25 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე.

სტუ-იმედისა და სამტრედიის პირველი მატჩი სამტრედიელებს 41-33 ჰქონდა მოგებული, მაგრამ იმედმა დღეს დამაჯერებელი რევანში აიღო და მეხუთე ადგილზე დარჩენილ მეტოქეს ცხრილში 8 ქულით  გადაასწრო.

გაცილებით უფრო მძაფრი ბრძოლაიყო წყალტუბოსა და სპორტუნის მატჩში. აუტსაიდერმა მხოლოდ 2 ბურთით წააგო პირველი ტაიმი (12-14), მაგრამ მაინც ვერ დააღწია თავი მეთერთმეტე წაგებას. სპორტის უნვერსიტეტმა 6 ქულა დააგროვა, თუმცა, გორს პირადი ბალანსით მაინც ჩამორჩება (36-44, 40-34) და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ხვალ ზესტაფონის სპორტის სასახლეში კიდევ ორი მატჩია: სამტრედია – სპორტუნი, წყალტუბო – იმედი-სტუ. მეორე წრე 11 მარტს დასრულდება.  სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 25 თებერვალი, ზესტაფონი

წყალტუბო – სპორტუნი 25-31

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ქაშიბაძე 7, ჯიმშელეიშვილი 5, ფანცხავა 4, ნ. ბაბუნაშვილი 3, მ. გველესიანი 2, მუკბანიანი 2, რ. ბაბუნაშვილი 1, კოვზირიძე 1, კაპანაძე

სპ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 9, იმნაძე 7, ჩიკვილაძე 5, ზურაბიანი 4, იობაშვილი 4, ჩაკვეტაძე 2, დელიბაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა

სამტრედია – იმედი-სტუ 15-28

სამ: ფახურიძე, დუნდუა – ხელისუფალი 5, ძნელაძე 3, ადამია2, აფრიდონიძე 2, ქავზინაძე 2, ჟვანია 1, ხომერიკი, ნადირაძე, თევზაძე, ხონელიძე, კიკაბიძე,

იმ: ცინცაძე – ერისთავი 7, გავაშელიშვილი 6, ალანია 4, ყორიაული 3, გოგალაძე 3, ჭელიძე 3, აბჟანდაძე 1, დოლმაზაშვილი 1,  თიგიშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი

 25 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 11 8 0 3 346-279 16  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სამტრედია 11 4 0 7 313-388 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  სპორტუნი 11     3     0     8     339-399     6    
  წყალტუბო 11 0 0 11 266-377 0  

 

 

 

 

 

 

 

 

26 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 სამტრედია – სპორტუნი

15:30 წყალტუბო – იმედი-სტუ

Leave a Reply