დასავლეთის ჩემპიონი წყალტუბო გახდა
საქართველოს ჩემპიონატზე 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ხელბურთში, გამოვლინდა პირველი გამარჯვებული – დასავლეთის ჩემპიონი გახდა წყალტუბოს გუნდი (მწვ. ნოე გოგიძე), მეორე ადგილზე გავიდა ფოთის ოქროს ვერძი (გელა ჟვანია), მესამეზე – ბათუმის შავი ზღვის ბიჭები (ვალერიან კაკულია).
გადამწყვეტი გამოდგა მეორე წრის ბოლო მატჩი ზესტაფონის სპორტი სასახლეში. წყალტუბოს პირველ წრეში, სენაკში, 40-38 ჰქონდა მოგებული ფოთელებისთვის და 2 ქულით უსწრებდა. ფოთს 3 ბურთით მოგება სჭირდებოდა, მაგრამ სამით დამარცხდა, 36-39 და მეორე ადგილს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ბათუმმა, მომდევნო ადგილები დაიკავეს სამტრედიამ, ქუთაისმა და აჭარის გუნდმა.
24-26 თებერვალს გაიმართება მეორე წრე თბილისის ზონაში, ხოლო 27-28 თებერვალს – თელავში ითამაშებს კახეთის 4 გუნდი. გამოვლინდება ყველა რეგიონული ჩემპიონი, რის შემდეგაც საუკეთესო გუნდები ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის დაიწყებენ.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01
დასავლეთი, მეორე წრე. ზესტაფონი, 18-20 თებერვალი
მეორე წრე. ზესტაფონი, 18-20 თებერვალი
წყალტუბო-აჭარა 40-22, ფოთი-ქუთაისი 32-23, ბათუმი-სამტრედია 27-21
აჭარა-ფოთი 22-32, სამტრედია-წყალტუბო 19-30, ქუთაისი-ბათუმი 23-26
წყალტუბო-ქუთაისი 33-17, ფოთი-ბათუმი 28-22, აჭარა-სამტრედია 23-25
ბათუმი-წყალტუბო 15-30, ფოთი-სამტრედია 26-15, აჭარა-ქუთაისი 24-29
სამტრედია-ქუთაისი 28-28, ბათუმი-აჭარა 32-20, წყალტუბო-ფოთი 39-36
საბოლოო: წყალტუბო 20 ქულა, ფოთი 16, ბათუმი 12, სამტრედია 5, ქუთაისი 5, აჭარა 2
მსაჯები: გ.წივწივაძე, გ.სამყურაშვილი, შ.სტურუა, ზ. აბრამიშვილი
თბილისი. პირველი წრის შემდეგ.პეგასი 8, გორი 6, რუსთავი 4, ქარიშხალა 2, იმედი 0
მეორე წრე – 24-26 თებერვალს გლდანში
კახეთი. პირველი წრის შემდეგ.თელავი 6 ქულა, ლაგოდეხი 4, ახაშენი 2, ყვარელი 0
მეორე წრე – 27-28 თებერვალს თელავში