გორი 4 ქულით ლიდერია

სპორტკომპლექს არენაში, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე ხელბურთში გორის გუნდმა 56-25 დაამარცხა თელავი და 4 ქულით შეჯიბრების ლიდერია. წყალტუბოს პრომეთემ 36-29 მოუგო აჭარას. 

გორმა თელავის წინააღმდეგ ბოლომდე თავდაუზოგავად ითამაშა და ძალიან დიდი სხვაობით მოიგო, თან ისე, რომ გოლი თორმეტივე მოთამაშემ გაიტანა, მათ შორის – მეკარე ვათიაშვილმა. აჭარის გუნდი, მოთამაშე- მწვრთნელ ზურაბ ურუშაძის მეთაურობით 45-ე წუთამდე უძალიანდებოდა პრომეთეს, მაგრამ დაშავდა ქავთარაძე და უფრო ახალგაზრდა წყალტუბოელებმა თამაში გარდატეხეს – 36-29.

გორი მესამე დღეს ისვენებს, რის გამოც რუსთავსა და წყალტუბოს შეუძლიათ ლიდერის დაწევა.

აპრილ-მაისში 5 გუნდი ორწრიან ტურნირს გამართავს. რის შემდეგაც პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ხოლო მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ და უმაღლესი ლიგის მე-7-8 გუნდებთან იბრძოლებენ  კიდევ ერთი საგზურისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიპირველი ლიგაკაცები

პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2. 14 აპრილი

წყალტუბო – აჭარა 36-29

წყ: აფხაძე, ვარდანიძე – გიორგაძე 8, ხელაძე 8, ბენდელიანი 8, გველესიანი 5, ძნელაძე 4, ლომიძე 2, დარსაველიძე 1, მეტონიძე, ჩარქსელიანი, ჩიხლაძე, გოგიძე

აჭ: შავიშვილი – ურუშაძე 8, ქამადაძე 6, ქავთარაძე 5, კუპრეიშვილი 4, წიტაიშვილი 3, შაინიძე 2, მალაყმაძე 1, დიასამიძე, კვასხვაძე, კონცელიძე,  ხინკილაძე, გორგაძე – მწვ. ზ. ურუშაძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, ი. ჭკუასელი, დელეგატი: თ. თევზაძე

თელავი – გორი 25-56

თელ: წვერიკმაზაშვილი, ლილუაშვილი – გ. სვიმონიშვილი 10, ვ. გიგაური 6, გიორგელაშვილი 3, ჟამურაშვილი 2, იაგორაშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 1, გ. გიგაური 1, ჩაბრაშვილი

გორ: ვათიაშვილი 1 – ტარუაშვილი 11, ზუბიაშვილი 8, გაგლოშვილი 8, ტიელიძე 7, დალაქიშვილი 6, ნიაზაშვილი 4, მჭედლიშვილი 3, ყანჩაველი 2, ახალბედაშვილი 2, მურადაშვილი 2, იაშვილი 2

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, გ. სურმავა დელეგატი: ლ.გელაშვილი

გორი 4 ქულა (2 თამაშიდან), რუსთავი 2 (1), წყალტუბო 2 (2), აჭარა 0 (1), თელავი 0 (2)

15 აპრილი

12:00 აჭარა – რუსთავი

13:30 თელავი – წყალტუბო

16 აპრილი

12:00 აჭარა – თელავი

13:30 რუსთავი – გორი

17 აპრილი

12:00 წყალტუბო – რუსთავი

13:30 გორი – აჭარა

 

Leave a Reply