შაბათს ლიდერთა მატჩია

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე ხელბურთში, 2-2 მოგებით ლიდერობენ გორი და რუსთავი. 4 ქულა აქვს წყალტუბოს პრომეთესაც, ოღონდ ერთი თამაშით მეტი აქვს გამართული. შაბათს თამაშობენ გორი-რუსთავი, აჭარა-თელავი.

რუსთაველებმა დავით მძელურის 12 გოლით 28-20 დაამარცხეს აჭარის გუნდი, სადაც გამოირჩეოდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მოთამაშე-მწვრთნელი დავით ნიკოლაიშვილი – 8 გოლი. თელავმა ერთხანს წინააღმდეგობა გაუწია წყალტუბოს, ვეტერანმა გიორგი სიმონიშვილმა ზედიზედ მეორე გაიტანა 10 გოლი, მაგრამ წყალტუბელმა ახალგაზრდებმა, რათქმაუნდა, იძალეს – 43-27. 12 გოლი გაიტანა გამთამაშებელმა ხელაძემ, 11 – მარცხენა გარემარბმა გველესიანმა.

შაბათს წყალტუბოს გუნდი ისვენებს. პირველი წრე კვირას დასრულდება. მეორე წრე გაიმართება 3-7 მაისს. პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ხოლო მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ და უმაღლესი ლიგის მე-7-8 გუნდებთან იბრძოლებენ კიდევ ერთი საგზურისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიპირველი ლიგაკაცები

პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2. 15 აპრილი

აჭარა – რუსთავი 20-28

აჭ: შავიშვილი, გ. ბერიძე – ნიკოლაიშვილი 8, ქამადაძე 3, წიტაიშვილი 3, ურუშაძე 3, დიასამიძე 2, მალაყმაძე 1, შაინიძე, კუპრეიშვილი, კვასხვაძე, კონცელიძე, ხინკილაძე, გორგაძე

რუს: ჯანგიძე, მ. დავითაშვილი – მძელური 12, მუქთიაშვილი 5, რ. შეყელაშვილი 3, მენაბდიშვილი 3, კიკნაძე 2, თაბაგარი 1, მუმლაძე 1, ჩუბინიძე 1, კახურაშვილი, ბ. შეყელაშვილი, გავაშელიშვილი

მსაჯები: გ. სამყურაშვილი, გ. სურმავა, დელეგატი: თ. თევზაძე

თელავი – წყალტუბო 27-43

თელ: ლილუაშვილი 1, წვერიკმაზაშვილი – გ. სვიმონიშვილი 10, ვ. გიგაური 8, იაგორაშვილი 3, გიორგელაშვილი 2, კაიშაური 2, ნ. სვიმონიშვილი 1, გ. გიგაური, ჟამურაშვილი,  ჩაბრაშვილი, ბაჩიაშვილი, ბიწკინაშვილი

წყ: აფხაძე, ვარდანიძე – ხელაძე 12, გველესიანი 11, დარსაველიძე 7, გიორგაძე 6, მეტონიძე 5, ბენდელიანი 2, ლომიძე, ჩიხლაძე, გოგიძე

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, ი. ჭკუასელი, დელეგატი: ლ.გელაშვილი

გორი 4 ქულა (2 თამაშიდან), რუსთავი 4 (2), წყალტუბო 4 (3), აჭარა 0 (2), თელავი 0 (3)

16 აპრილი

12:00 აჭარა – თელავი

13:30 რუსთავი – გორი

17 აპრილი

12:00 წყალტუბო – რუსთავი

13:30 გორი – აჭარა

 

Leave a Reply