ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, ფოთის ოქროს ვერძმა 30-12 დაამარცხა წყალტუბო, ხოლო აჭარამ მოუგო სამტრედიას 26-23, რის შემდეგაც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა.

 ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის გუნდმა უპრობლემოდ დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე და 9 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 8 ქულა აქვს სამტრედიას, 7 – აჭარას, 6-6 პეგასსა და მამულს.

 18-18 ქულით ყვარელი და ქარიშხალა ლიდერობენ და მათი პოზიციები მტკიცეა, ნახევარფინალის დანარჩენი 2 საგზურისთვის კი ზემოთჩამოთვლილი 5 გუნდი იბრძოლებს. ამათგან ხვალ სენაკში ფოთი და აჭარა თამაშობენ, ზეგ კი – სამტრედია-ფოთი.

აჭარისა და სამტრედიის თამაში უკიდურესად დაძაბული იყო. პირველი წრის მატჩი სამტრედიამ 25-19 მოიგო, მაგრამ დღეს აჭარა მთელი თავიდან ბოლომდე წინ იყო, ხოლო სამტრედია მეტოქეს კვალში ედგა.

ცუდი სტარტის შემდეგ (1-6), სამტრედიელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს (7-7), თუმცა, შესვენებაზე მაინც ჩამორჩნენ – 11-14. მეორე ნახევარში სამტრედია ორჯერ დაეწია მეტოქეს – 14-14 და 19-19, დასრულებამდე 10 წუთით ადრე. ქამაშიძემ და მჟავანაძემ ისეც წინ გაიყვანეს აჭარა და საბოლოოდ მათი გუნდი ანა კოჩალიძის ზედიზედ გატანილი 2 გოლის შემდეგ დაწინაურდა – 23-20 და საბოლოოდ, 26-23.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 19 თებერვალი, სენაკი

წყალტუბო – ფოთი 12-30

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი – ხეცურიანი 5, კეკუტია 4, კიკნაძე 2, კოხრეიძე 1, ბენდელიანი, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია – გოგია 12, დარჩია 5, რურუა 5, ბჟალავა 5, კობახია 2, კუპრიევა 1, ბაირამიდი

აჭარა – სამტრედია 26-23

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – დვალიშვილი 9, ქამაშიძე 5, კომახიძე 5, კოჩალიძე 3, ცივნარიძე 2, მჟავანაძე 2, სურმავა

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 10, ჩხაიძე 5, ესაკია 4, ცირეკიძე 3, ჩალიშკანი 1, ჩოგოვაძე, კაპატაძე

მსაჯები: შ. სტურუა – თ. ბჟალავა

20 თებერვალი, სენაკი

12:00 ფოთი – აჭარა

13:30 სამტრედია – წყალტუბო

21 თებერვალი, სენაკი

12:00 სამტრედია – ფოთი

13:30 წყალტუბო – აჭარა

 19 თებ.
      სხვ  
  ყვარელი 10   9   0   1 357-242 18  
  ქარიშხალა 10   9   0   1 299-258 18  
  ფოთი 8   4   1   3 168-134 9  
  სამტრედია 8   4   0   4 154-153
8  
  აჭარა
8   3   1   4 178-166 7  
  პეგასი 10   3   0   7 252-273 6  
  მამული 10   3   0   7 219-267 6  
  წყალტუბო 8   0   0   8 118-252 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply