ბათუმი გამოეთიშა, დაგვრჩა მამული
ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი 16-44 წააგო პორტუგალიაში, პორტუსთან. პირველი შეხვედრა მასპინძლებმა 49-16 მოიგეს და მეორე წრეში სლოვენიის კოპერს შეხვდებიან.
საქართველოს ჩემპიონს ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა და ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა. ამ სეზონში საქართველოდან მეორე გუნდიც ითამაშებს – ქალთა ჩელენჯ კაპზე თბილისის მამული ნოემბერში, ოსტრავასა და თბილისში ეთამაშება ჩეხეთის სოკოლ პორუბას.
გაიმართა კაცების ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ტურნირი და 2016-17 წლების ჯგუფური ეტაპიც მთლიანად დაკომპლექტდა. ორი საგზური მოიპოვეს სლოვაკეთის ტატრან პრეშოვმა და პორტუგალიის ბრაგამ. ჯგუფური ეტაპი 22 სექტემბრიდან დაიწყება, მომდევნო უქმეებზე კი ქალთა ლიგის კვალიფიკაცია გაიმართება.
EHF თასი 2016-17. კაცები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
4 სექტემბერი, პორტუ. დრაგაო კაისა. 756 მაყურებელი. (პირველი მატჩი 16-49)
პორტუ (პორ) შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ) 44-16
პორ: კარვალიო, ბრავო 1 – ტონიაცო 8, იტურისა 7, სემედო 6, დელგადო 4, კარილიო 3, როდრიგესი 3, სეზარი 2, ერნანდესი 2, სილვა 2, სპელიჩი 2, ამადორი 1, ბარბოსა 1, სოარესი 1, სოუზა 1,
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – კობახიძე 8, აბრამიშვილი 4, გოგალაძე 1, გრიშიკაშვილი 1, სურმავა 1, წივწივაძე 1, წითელიშვილი, კვერნაძე, ქარდავა, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია
მსაჯები: რობერტო შევოლა, ტალ ალპერანი (იტა), დელეგატი: ჟან-ფილიპ დიუბედუ (საფ)
კერიენი (ლუქ) – ვოივოდინა (სრბ) 30-31, 28-25
ანკარასპორი (თურ) – ვარაზდინი (ხორ) 32-24, 27-26
არგოსი (საბ) – ჰაუკარი (ისლ) 26-33, 20-28
პრილეპი (მკდ) – ვინტერტური (შვც) 19-42, 15-42
კრეტეი (საფ) – ზამეტი (ხორ) 29-32
ალფა ჰარდი (ავს) – ლაიონსი (ჰოლ) 28-17
მაკაბი რიშონი (ისრ) – ლონდონი (ბრი) 9-10 სექტემბერს
შამბერი (საფ) – ვოლენდამი (ჰოლ) 31-23
ბესა ფამილია (კოს) – დუკლა პრაჰა (ჩეხ) 35-31
ჩურგოი (უნგ) – ბოდო (ნორ) 28-21
პოლი ტიმიშოარა (რუმ) – პოლვა სერვიტი (ესტ) 26-22
ოლიმპუსი (მლდ) – ზტრ ზაპოროჟიე (უკრ) 28-37
მეტალოპლასტიკა (სრბ) – დინამო ასტრახანი (რუს) 24-30
ფილიპოს ვერიასი (საბ) – ბუდვანსკა (მნტ) 30-24
ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. კვალიფიკაცია, 3-4 სექტემბერი
(სლოვაკეთში): ტატრან პრეშოვი (სლკ) – დიფერდანჟი (ლუქ) 38-21, გორენიე (სლნ)-კოქსი (ფინ) 28-25
ფინალი: ტატრან პრეშოვი – გორენიე 23-21
(ავსტრიაში): ბრეგენცი (ავს) – ბოშოლი (ბელ) 39-31, ბრაგა (პორ)-მაკაბი თელ ავივი (ისრ) 34-27
ფინალი: ბრეგენცი – ბრაგა 32-33
ჯგუფური ეტაპი, 22 სექტემბრიდან
A ჯგუფი: ვესპრემი (უნგ), ბარსელონა (ესპ), პსჟ (საფ), სილკებორგი (დან), ვისლა პლოცკი (პოლ) ფლენზ
ბურგი (გერ), შაფჰაუზენი (შვც), კილი (გერ)
B ჯგუფი: რაინ ნეკარი (გერ), კელცე (პოლ), ვარდარ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), მეშკოვ ბრესტი (ბლრ), სეგედი (უნგ), ცელიე (სლნ), კრისტიანსტადი (შვდ)
ჯგუფის გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეტალურგი (მკდ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), მონპელიე (საფ), ელვერუმი (ნორ), ტატრან პრეშოვი (სლკ)
D ჯგუფი: ნანტი (საფ), ჰოლსტებრო (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), ბეშიქთში (თურ), დინამო ბუქურეშტი (რუმ), ბრაგა (პორ)
2-2 გამარჯვებული ჯვარედინად (C1-D2, D1-C2) ეთამაშება ერთმანეთს, მერვედფინალში გასასვლელად.