ბათუმი დიდი სხვაობით დამარცხდა

ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის პირველი მატჩი 16-49 წააგო პორტუგალიაშიი, პორტუსთან. საპასუხო შეხვედრა იქვე გაიმართება 4 სეტემბერს.   

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვენიის კოპერს შეხვდება. სამი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ 16 გუნდი ბრძოლას ჯგუფურ სტადიაზე გააგრძელებს, მეოთხედფინალიდან კი ბრძოლა ისევ პლეიოფის ფორმატით გაგრძელდება. EHF თასი რანგით მეორე სახელბურთო ევროტურნირია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, რომლის ჯგუფურ ეტაზეც პორტუგალიის საუკეთესო კლუბს და ქვეყნის ოცგზის ჩემპიონს, პორტუს, ორჯერ უთამაშია.

საქართველოს ჩემპიონმა, რომელსაც ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა, პირველი ტაიმი 9-23 წააგო, მეორეში კი პორტუმ სხვაობა გაზარდა.

EHF თასი 2016-17. კაცები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი (3-4/10-11 სექტემბერი)

3 სექტემბერი, პორტუ. დრაგაო კაისა. 830 მაყურებელი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ) – პორტუ (პორ) 16-49

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – წითელიშვილი 5, გრიშიკაშვილი 3, გოგალაძე 2, კვერნაძე 2, აბრამიშვილი 1, სურმავა 1, წივწივაძე 1, კობახიძე 1, ქარდავა, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია

პორ: ბრავო, მადეირა – ერნანდესი 7, როდრიგესი 6, კუნი 5, იტურისა 4, სემედო 4, ამადორი 4, კარილიო 4, სეზარი 3, ტონიაცო 3, სოუზა 3,  დელგადო 2, სპელიჩი 2, სილვა 2, სოარესი

მსაჯები: რობერტო შევოლა, ტალ ალპერანი (იტა), დელეგატი: ჟან-ფილიპ დიუბედუ (საფ)

საპასუხო მატჩი – 4 სექტემბერს იქვე

Leave a Reply