ბათუმი გამოეთიშა, დაგვრჩა მამული

ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი 16-44 წააგო პორტუგალიაში, პორტუსთან. პირველი შეხვედრა მასპინძლებმა 49-16 მოიგეს და მეორე წრეში სლოვენიის კოპერს შეხვდებიან. 

საქართველოს ჩემპიონს ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა და ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა. ამ სეზონში საქართველოდან მეორე გუნდიც ითამაშებს – ქალთა ჩელენჯ კაპზე თბილისის მამული ნოემბერში, ოსტრავასა და თბილისში ეთამაშება ჩეხეთის სოკოლ პორუბას.

გაიმართა კაცების ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ტურნირი და 2016-17 წლების ჯგუფური ეტაპიც მთლიანად დაკომპლექტდა. ორი საგზური მოიპოვეს სლოვაკეთის ტატრან პრეშოვმა და პორტუგალიის ბრაგამ. ჯგუფური ეტაპი 22 სექტემბრიდან დაიწყება, მომდევნო უქმეებზე კი ქალთა ლიგის კვალიფიკაცია გაიმართება. 

EHF თასი 2016-17. კაცებიპირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

4 სექტემბერი, პორტუ. დრაგაო კაისა. 756 მაყურებელი. (პირველი მატჩი 16-49)

პორტუ (პორშავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ) 44-16

პორ: კარვალიო, ბრავო 1 – ტონიაცო 8, იტურისა 7, სემედო 6, დელგადო 4, კარილიო 3, როდრიგესი 3, სეზარი 2, ერნანდესი 2, სილვა 2, სპელიჩი 2, ამადორი 1, ბარბოსა 1, სოარესი 1, სოუზა 1,

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – კობახიძე 8, აბრამიშვილი 4, გოგალაძე 1, გრიშიკაშვილი 1,  სურმავა 1, წივწივაძე 1, წითელიშვილი, კვერნაძე, ქარდავა, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია

მსაჯები: რობერტო შევოლა, ტალ ალპერანი (იტა), დელეგატი: ჟან-ფილიპ დიუბედუ (საფ)

კერიენი (ლუქ) – ვოივოდინა (სრბ) 30-31, 28-25

ანკარასპორი (თურ) – ვარაზდინი (ხორ) 32-24, 27-26

არგოსი (საბ) – ჰაუკარი (ისლ) 26-33, 20-28

პრილეპი (მკდ) – ვინტერტური (შვც) 19-42,  15-42

კრეტეი (საფ) – ზამეტი (ხორ) 29-32

ალფა ჰარდი (ავს) – ლაიონსი (ჰოლ) 28-17

მაკაბი რიშონი (ისრ) –  ლონდონი (ბრი) 9-10 სექტემბერს

შამბერი (საფ) – ვოლენდამი (ჰოლ) 31-23

ბესა ფამილია (კოს) – დუკლა პრაჰა (ჩეხ) 35-31

ჩურგოი (უნგ) – ბოდო (ნორ) 28-21

პოლი ტიმიშოარა (რუმ) – პოლვა სერვიტი (ესტ) 26-22

ოლიმპუსი (მლდ) – ზტრ ზაპოროჟიე (უკრ) 28-37

მეტალოპლასტიკა (სრბ) – დინამო ასტრახანი (რუს) 24-30

ფილიპოს ვერიასი (საბ) – ბუდვანსკა (მნტ) 30-24

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. კვალიფიკაცია, 3-4 სექტემბერი

(სლოვაკეთში): ტატრან პრეშოვი (სლკ) – დიფერდანჟი (ლუქ) 38-21, გორენიე (სლნ)-კოქსი (ფინ) 28-25

ფინალი: ტატრან პრეშოვი – გორენიე 23-21

(ავსტრიაში): ბრეგენცი (ავს) – ბოშოლი (ბელ) 39-31, ბრაგა (პორ)-მაკაბი თელ ავივი (ისრ) 34-27

ფინალი: ბრეგენცი – ბრაგა 32-33

ჯგუფური ეტაპი, 22 სექტემბრიდან

A ჯგუფი: ვესპრემი (უნგ), ბარსელონა (ესპ), პსჟ (საფ), სილკებორგი (დან), ვისლა პლოცკი (პოლ) ფლენზ

ბურგი (გერ), შაფჰაუზენი (შვც), კილი (გერ)

B ჯგუფი: რაინ ნეკარი (გერ), კელცე (პოლ), ვარდარ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), მეშკოვ ბრესტი (ბლრ), სეგედი (უნგ), ცელიე (სლნ), კრისტიანსტადი (შვდ)

ჯგუფის გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეტალურგი (მკდ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), მონპელიე (საფ), ელვერუმი (ნორ), ტატრან პრეშოვი (სლკ)

D ჯგუფი: ნანტი (საფ), ჰოლსტებრო (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), ბეშიქთში (თურ), დინამო ბუქურეშტი (რუმ), ბრაგა (პორ)

2-2 გამარჯვებული ჯვარედინად (C1-D2, D1-C2) ეთამაშება ერთმანეთს, მერვედფინალში გასასვლელად.

Leave a Reply