სსჟა-ს დაჯილდოვება
საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციამ, რომელიც 1964 წლიდან საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს, თავისი რჩეულები 2023 წლის შედეგების მიხედვით დაასახელა. ტრადიციულ რეფერენდუმში მონაწილეობდა სპორტის 67 ჟურნალისტი. დათვლილი ხმების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესოები, რომლებსაც „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი ჯილდოები. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციიდან დაჯილდოვებას პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე ესწრებოდნენ.
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების და გერმანული გუმერსბახის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე.
საუკეთესო გუნდის ნომინაციაში პირველობა წილად ხვდა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ნომინაციაში გამარჯვებულები:
სპორტსმენი – ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი)
ქალი სპორტსმენი – ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა)
ახალგაზრდა სპორტსმენი – გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი)
ახალგაზრდა სპორტსმენი ქალი – მარიამ მურღვლიანი (ძალოსნობა)
მწვრთნელი – რამაზ სვანაძე (ფეხბურთი, U21)
გუნდი – საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები
პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა)
საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ასოციაცია