სიახლეები
სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის
ქართველი ხელბურთელები უერთდებიან სპორტის სართაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის, რომელიც 6 აპრილს აღინიშნა.
„თეთრი ბარათის“ აქციამ 2020 წელს, როდესაც მსოფლიო ერთობლივად ებრძვის ვირუსს, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. სპორტსმენები მოგვიწოდებენ, კრიზისულ სიტუაციაში დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ამასთან ერთად კი – ვიყოთ მხნედ, მივდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და რეგულარულად ვივარჯიშოთ ინდივიდუალურ სივრცეში.
ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხებთ პანდემიას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ წესს. სპორტიც მალე დაბრუნდება!
#WhiteCard #ივარჯიშეშინ