ქვიშის ხელბურთის ონლაინ-სემინარი ფედერაციაში

საქართველო ხელბურთის ფედერაციამ გამართა სამდღიანი ონლაინ-სემინარი ქვიშის ხელბურთის მწვრთნელებისთვის.

ორგანიზატორი იყო ფედერაციის ქვიშის ხელბურთის კომისია (ხელმძღვანელი გია მამაცაშვილი). სემინარს უძღვებოდა ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი, ლევან გელაშვილი. პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 21 მწვრთნელმა. სემინარის მეორე სტადია მაისის მეორე დეკადაშია დაგეგმილი. მონაწილეები მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს. 

ქვიშის ხელბურთის ონლაინ-სემინარში მონაწილე მწვრთნელები: ირაკლი სიხარულიძე, მაია შალამბერიძე, ზურაბ ურუშაძე, გიორგი ქავთარაძე, ჰამზა ქამაშიძე, რეზო ჭანტურია (აჭარა), დავით გობეჯიშვილი, ზურაბ დეისაძე, ეროსი მამასახლისი (ქუთაისი), ალექსანდრე ხონელიძე, ავთანდილ ქავზინაძე (სამტრედია),  ლაშა მოციქულაშვილი, თორნიკე გაგლოშვილი, ოთარ ზუბიაშვილი (გორი),  გელა ბუბაშვილი (ტყიბული), ირმა ციცქიშვილი, ნინო წივწივაძე, ქეთევან იაშვილი, თამარ ჩოგოვაძე, ზურაბ ცინცაძე, ჯონი ცერცვაძე (თბილისი).

Leave a Reply