პსჟ – ბარსა ბარსელონამ მოიგო
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ზამთრის პაუზის წინ ჯგუფური ეტაპის მთავარი მატჩი გაიმართა: ბარსელონამ სეზონში მეორედაც, ამჯერად პარიზშიც დაამარცხა სენ ჟერმენი, 35-32.
10 ტური, მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-10/1819210
2014 წლის შემდეგ ეს იყო პარიზელთა პირველი საშინაო მარცხი ლიგაში. სენ ჟერმენის სამმა ვარკვლავმა, ჰანსენმა, საგოსენმა და ნიკოლა კარაბატიჩმა ჯამში 21 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მატჩის დაბოლოება ბარსამ უკეთ ჩაატარა.
ბარსამ პირველ ტურში, სეგედთან მარცხის შემდეგ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და 18 ქულით ლიდერობს A ჯგუფს, პარი სენ ჟერმენს 16 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე კი უნგრეთის სეგედს დაუთმო. ჯგუფური ეტაპის ბოლო 4 ტური 2020 წელს გაიმართება.
A და B ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მეოთხედფინალში გადიან, ხოლო მე-2-6 ადგილზეე გასული გუნდები პლეიოფს მერვედფინალიდან დაიწყებენ. მეორე ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს კილი. საფრანგეთის მონპელიე თითქმის მთელი თამაში წინ იყო გერმანულ გრანდთან, ცაციების ოთხეულმა (პორტი, რიშარსონი, ბოსი, ლენი) 21 გოლი გაიტანა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლოში გარდატეხეს თამაში – 33-32.
C და D ჯგუფებში კი შეჯიბრება დასრულდა. ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიის სპორტინგმა შინ 27-20 დაამარცხა კონკურენტი, შვედეთის სევეჰოფი და ბუქარესტის დინამოსთან, პოლონეთის ვისლასა ესპანეთის ბიდასოა ირუნთან ერთად ბრძოლას აგრძელებს. თებერვლის ბოლოს ორი წყვილი, ბიდასოა ირუნი – ვისლა და დინამო – სპორტინგი შინ და სტუმრად ეთამაშება ერთმანეთს მერვედფინალის 2 ადგილისთვის.
A და B ჯგუფებში თამაშები 5 თებერვლიდან განახლდება. იქამდე, 20-26 იანვარს, შვედეთში, ნორვეგიასა და ავსტრიაში იმართება ევროპის ჩემპიონატი. ეს პირველი ევროპული პირველობაა, რომლის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019–20, კაცები. ჯგუფური ეტაპიA
A ჯგუფი: ბარსელონა 18 – სეგედი 17, პსჟ 16, ოლბორგი 10, ფლენზბურგი 7, ცელიე 6 – ელვერუმი 3, ზაგრები 3
სეგედი (უნგ) – ზაგრები (ხორ) 33-23
პარი სენ ჟერმენი (საფ) – ბარსელონა (ესპ) 32-35
ჰანსენი, საგოსენი 8, ნ. კარაბატიჩი 5 – ცინდრიჩი, პალმარსონი 6, მემი 5
ფლენზბურგი (გერ) – ოლბორგი (დან) 29-32
ელვერუმი (ნორ) –ცელიე (სლნ) 37-26
B ჯგუფი: კილი 16 – ვესპრემი 14, კელცე 12, მონპელიე 11, პორტუ 10, ვარდარი 9 – ზაპოროჟიე 4, ბრესტი 4
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – პორტუ (პორ) 33-29
კელცე (პოლ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-24
კილი (გერ) – მონპელიე (საფ) 33-32
ბილიკი 8, ეკბერგი 7 – პორტი 7, რიშარსონი 6, ბოსი 5
ვარდარი (მკდ) – ვესპრემი (უნგ) 29-38
ატმანი 7 – ნენადიჩი 11
A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
11 ტური: 5-9 თებერვალი
C ჯგუფი: ბიდასოა 15, სპორტინგი 14 – სევეჰოფი 12, პრეშოვი 7, კოქსი 6, რაბოტნიკი 6
სპორტინგი (პორ) – სევეჰოფი (შვდ) 27-20
ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) – ბიდასოა ირუნი (ესპ) 25-23
ტატრან პრეშოვი (სლკ) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 30-19
D ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 17, ვისლა 11 – GOG 9, კრისტიანსტადი 9, ჩეხოვი 8, შაფჰაუზენი 6
კრისტიანსტადი (შვდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 24-20
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – შაფჰაუზენი (შვც) 29-27
GOG (დან) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 31-32
პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: 19 თებერვალი – 1 მარტი
ბიდასოა ირუნი – ვისლა პლოცკი, დინამო ბუკურეშტი – სპორტინგი