კბილაშვილის კიდევ ერთი მოგება
უკრაინის სახელბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების წევრის, ირაკლი კბილაშვილის გუნდმა ოდესამ, რომელმაც დაამარცხა ქალაქ იუჟნის პორტოვიკი 31-26. 8 გოლი გაიტანა ქართველმა გამთამაშებელმა.
ოდესა მეხუთე ადგილზე დარჩა 18 ქულით, ოღონდ პორტოვიკთან, რომელიც მისი უახლოესი მდევარი იყო, სხვაობა ექვსამდე გაზარდა. ირაკლი კბილაშვილს, რომელიც ოდესაში ხელბურთის კლუბ „ქუთაისიდან“ გადავიდა, სეზონში 72 გოლი აქვს გატანილი და კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა.
შემდეგ თამაშს ოდესა გამართავს სტუმრად ზაპოროჟიეს ზტრ-სთან, რომელიც მეორე ადგილზეა და პირველობისთვის ებრძვის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეს, თანაქალაქელ მოტორს.
ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. 1. მოტორ ზაპოროჟიე 14 მატჩი/28 ქულა – 2. ზტრ ზაპოროჟიე 15/28 – 3. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 18/27 – 4. დონბასი დონეცკი 18/23 – 5. ოდესა 17/18 – 6. პორტოვიკ იუჟნი 16/12 – 7. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 17/6 – 8. ცსკა კიევი 16/4 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 15/0