ჩიქოვანმა და თევზაძემ მოგებით განაახლეს

განახლდა რუმინეთის ჩემპიონატი ხელბურთში, სადაც საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს. მეთხუთმეტე ტურის მატჩები ორივეს კლუბმა, ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ და შოთა თევზაძის ფოჩანიმ მოიგო.

კონსტანცამ შინ 30-22 დაამარცხა ბუზაუ. ჩიქოვანმა გაიტანა 4 გოლი და სეზონში 49 დაუგროვდა, კონსტანცა კი 33 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო კვირაში კლუბი განაახლებს თამაშს ევროტურნირზეც და EHF თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 9 თებერვალს, დანიაში ეთამაშება ჰოლსტებროს.

ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის გუნდმა, ფოჩანიმ სტუმრად დაამარცხა კლუჟი, 24-18 და კარგი ნაბიჯი გადადგა პლეიოფში მოსახვედრად – კლუბი ახლა 25 ქულით მე-7 ადგილზეა და ოთხი ქულით უსწრებს კონკურენტს, მეცხრეზე მყოფ ბაია მარეს. კლუბი რუმინეთს ჩემპიონატის ნახევარფინალშიცაა გასული. 

ხელბურთი. რუმინეთის  ეროვნული ლიგა. 15 ტურის შემდეგ. 1. CSM ბუკურეშტი 34 ქულა (თამაში მარაგში) – 2. კონსტანცა 33 – 3. კელერაში 33 – 4. პოტაისა ტურდა 30 – 5. სტიაუა 29 – 6. ტიმიშოარა 28 – 7. ფოჩანი 25 – 8. დინამო ბუკურეშტი 24 (თამაში მარაგში) — 9. ბაია მარე 21 – 10. ფეგერაში 14 – 11. ბაკეუ 12 – 12. სუჩავა 11 – 13. ბუზაუ 6 – 14. კლუჟი 0

Leave a Reply