პეგასის ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის ბოლო დღეს პეგასმა დაამარცხა წყალტუბო, 32-19, ფოთმა მოუგო ქარიშხალას, 41-21, სამტრედიამ დაამარცხა რუსთავი – 34-23. შედეგად, საპრიზო სამეული ასეთია – პეგასი, ფოთი, წყალტუბო. 

პეგასის ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა გუნდი ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თანაც, ამ 4 წლის განმავლობაში თამაში არ წაუგია. კლუბის მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე ამ სეზონში საქართველოს ამ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, ამიტომაც გუნდი ჩემპიონატზე გიორგი სახვაძემ გამოიყვანა.

ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ადგილი საპრიზო სამეულში დოთის ოქროს ვერძმაც (მწვ.თემურ ჭანტურია, გელა ჟვანია), ხოლო წყალტუბოს პრომეთე (ნოე გოგიძე, გელა ჯანელიძე),  პრიზიორი პირველად გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში სულ 15 გუნდი მონაწილეობდა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

მესამე ეტაპი, ფინალური ექვსეული. არენა 2, 25-29 მარტი

29 მარტი. სამტრედია-რუსთავი 34-23

სამ: შველიძე- ძნელაძე 16, დ. ხელისუფალი 6, ხომერიკი 5, გაგუა 4, ვ. ხელისუფალი 1, ცერცვაძე 1, ადამია 1, მანაგაძე – მწვ. გ. ხელისუფალი, ა. ქავზინაძე

რუს: ნ. ბაბუნაძე, გრიგალაშვილი – ეძგვერაძე 12, გ. ბაბუნაძე 5, გავაშელიშვილი 5, მანჯავიძე 1, გელაშვილი, ჩოხელი, ბაბულეიშვილი, ერემეიშვილი, დარსაველიძე, ოთიაშვილი – მწვ. თ. ხარაიძე, ვ. მძელური

ქარიშხალა-ფოთი 21-41

ქარ: მღებრიშვილი, გოგრიჭიანი – ციხიშვილი 8, ასაბაშვილი 5, ბეინაშვილი 3, ცანავა 2, სამადაშვილი 2, გურასპაული 1, კოკოლია, გობეჯიშვილი, გიორგაძე – მწვ. ზ. ფერაძე, გ. ქობელაშვილი

ფოთ: ფაჩულია, კეკუა – დიდია 14, ბჟალავა 11, ჟვანია 8, ნოღაიდელი 4, ფანცულაია 3,  ცხვარაძე 1, პაჭკორია, ცირდავა- მწვ. თ. ჭანტურია, გ. ჟვანია

პეგასი-წყალტუბო 32-19

პეგ: დიხამინჯია, გორდეზიანი – კაჭკაჭაშვილი 11, ცხოვრებაძე 6, კუხალაშვილი 5, კალანდაძე 4 ლაპიაშვილი 3, ნ. კევლიშვილი 1, ქათამაძე 1, დგებუაძე 1, პატაშური, კახოშვილი, ჯაფარიძე – მწვ. გ. სახვაძე

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 8, მ. გველესიანი 4,  ბაბუნაშვილი 2, ჯიმშელეიშვილი 2, ბენიძე 1,  გოგიძე 1, გ. გველესიანი 1,  ციბაძე, შვანგირაძე – მწვ. ნ. გოგიძე, გ. ჯანელიძე

მსაჯები: ვ. ზურაბიანი, შ. სტურუა, ზ. აბრამიშვილი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

————–თ–მ–ფ–წ——-ბ——-ქ

პეგასი——–5–5–0—0—185-101-10

ფოთი———5–4–0—1–131-120—8

წყალტუბო—5–3–0—2—130-112–6

სამტრედია—5–2–0—3–136-147–4

რუსთავი—–5–1–0—4–115-157–2

ქარიშხალა—5–0–0—5–113-173–0

25 მარტი. პეგასი-ფოთი 42-20, წყალტუბო-რუსთავი 34-20, ქარიშხალა-სამტრედია 25-36

26 მარტი. პეგასი-რუსთავი 32-19, წყალტუბო-ქარიშხალა 30-25, ფოთი-სამტრედია 24-19

27 მარტი. ფოთი-წყალტუბო 14-13, სამტრედია-პეგასი 26-41, რუსთავი-ქარიშხალა 28-25

28 მარტი. წყალტუბო-სამტრედია 34-21, ქარიშხალა-პეგასი 17-38, რუსთავი-ფოთი 25-32

მეორე ეტაპი. პეგასი 18, წყალტუბო 14, ქარიშხალა 12, ფოთი 12, სამტრედია 10, რუსთავი 8 – ბათუმი 8, თელავი 4, გორი 4, ქუთაისი 0

პირველი ეტაპი. დასავლეთი. წყალტუბო 10, ფოთი 8, BSB ბათუმი 6, სამტრედია 4, ქუთაისი 2 – აჭარა 0

აღმოსავლეთი. გორი 6, თელავი 4  –  ყვარელი 2, ლაგოდეხი 0

თბილისი.  პეგასი 8, რუსთავი 6, ქარიშხალა 4 – იმედი-2 2, იმედი-1 0

Leave a Reply